შირაქისა და ტარიბანას ველებზე მარცვლეულის ნათესებს მღრღნელები ანადგურებენ

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მინდვრის თაგვებთან საბრძოლველად ერთჯერადი ღონისძიებები საკმარისი არ არის და საჭირო პრეპარატის შეძენა ორჯერ და მეტჯერაც უხდებათ.

„მინდვრის თაგვი ყოველთვის იყო, მაგრამ უკვე მეორე ზამთარია, თოვლი არ მოსულა და მღრღნელების გამრავლებაც ამან გამოიწვია. თაგვები მოსავალს ანადგურებენ“, – აცხადებს სოფელ მაღაროს მკვიდრი ვასილ ბაინდურაშვილი.

ფერმერები ამბობენ, რომ გასულ წლებში სურსათის ეროვნული სააგენტო მღრღნელებისა და მავნებლების საწინააღმდეგო ფხვნილს, თუთიის ფოსფიდს უფასოდ არიგებდა, 2015 წლიდან კი ასეთი პროგრამა აღარ განხორციელებულა. მარცვლეული კულტურის მოსავლის გადასარჩენად სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობა ხელისუფლებას თუთიის ფოსფიდით დახმარებას კვლავ სთხოვს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველ არხთან აღნიშნა, რომ წელს ამ მიმართულებით ფერმერების დახმარების პროგრამა გათვალისწინებული არ არის.

ავტორი – ჟანა დიდებაშვილი
წყარო: 1tv.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *