შუაფხოში რძის გადამმუშავებელი საწარმო შენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

საწარმო, სამომავლოდ თანადაფინანსების პრინციპით  ადგილობრივ კოოპერატივს „ფხოვი 2017“ გადაეცემა, რომელშიც 32 ადგილობრივი მცხოვრებია გაწევრიანებული.

რძის საწარმო (1,5 ტონა წარმადობა) თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტს გამოუშვებს, აქვე ტრადიციული  პროდუქტის – დამბალ ხაჭოს წარმოებც დაიწყება.

რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *