სოიოს მსოფლიო მწარმოებელ ლიდერთა სამეული

ახალ მარკეტინგულ წელიწადს ბრაზილიამ შეიძლება, მთავარი მოწინააღმდეგე _ აშშ  შეავიწროვოს.

 აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მაისში გაკეთებული პროგნოზით ბრაზილიაში სოიოს სავარაუდო მოსავალს 117 მილიონი ტონით აფასებს, რაც წინა თვის, აპრილის პროგნოზს 2 მილიონი ტონით სჭარბობს.

სოიოს წარმოება აშშ-ში გასული წლების დონეს ინარჩუნებს _ 119,5 მილიონი ტონა, რაც ამერიკას მსოფლიოში სოიოს უმსხვილეს მწარმოებლად ხდის. 

2018-2019 ფინანსურ წელს კი ის ბრაზილიამ, სადაც სოიოს ნათესი ფართობები ყოველწლიურად იზრდება, შეიძლება ჩააჩოჩოს.

სოიოს საერთაშორისო ბაზარზე მესამე მსხვილი მოთამაშე​ არგენტინაა. წლევანდელი უამინდობის გამო აშშ. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა არგენტინის სოიოს საპროგნოზო მაჩვენებელი მაისის ბოლოს ერთი მილიონი ტონით შეამცირა. ე.ი.  წლეულს არგენტინაში სოიოს მოსავალი დაახლოებით 39 მილიონი ტონის ფარგლებში იქნება.

წყარო:Topagrar.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *