სომეხი მეღვინეები პაშინიანს უმტკიცებდნენ, რომ  საქართველო, როგორც კონკურენტი, წარსულში მოვიტოვეთო

  სომხეთის ეროვნული მეღვინეობის ცენტრის თავმჯდომარემ ავაგ არუტუნიანი აცხადებს, რომ  სომხურმა ღვინომ დიდი ხანია გადაუსწრო ქართულ ღვინოს და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ და სხვა ღვინოებს – დარწმუნებულია სომხეთის მთავარი მეღვინე, რომელმაც 6 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინსიტრს ნიკოლ პაშინიანს პირადად მოუთხრო საკუთარი ხედვებისა და გეგმების შესახებ.

„სომხური ღვინო უკვე ის არ არის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ის ბევრად შეიცვალა, გახდა უკეთესი და ხარისხიანი. საქართველო, როგორც კონკურენტი, ჩვენთვის წარსულში დარჩა, ჩვენ ხარისხით ჩვენს მეზობლებს ვუსწრებთ და შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ, ახალზელანდიურ ღვინოებს” – არუტუნიანმა „სპუტნიკთან” საუბარში თქვა. მისი აზრით, სომხური ღვინო საშუალოდ 10-15 დოლარად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე.

სტატიაში, რომელიც აღნიშნულ თემაზე რუსულმა „caucasus.artinews.ru”-მ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სომხეთის მაღალმთიანეთი მეღვინეობის აკვანად არის მიჩნეული, და რომ ამაზე ასირიული ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ. ამას გარდა, სომხურ მეღვინეობაზე წერდნენ ჰეროდოტე, სტრაბონი და ქსენოფონტე.

თურმე 2007 წლის არქიტექტურულმა გათხრებმაც კი დაადასტურა, რომ სომხეთში ღვინოს ჩვენს ერამდე მე-4-მე-5 საუკუნეებშიც აყენებდნენ, რაც იმას მიუთითებს, რომ ზუსტად სომხეთია ღვინის სამშბლო – წერია სტატიაში.

სომეხი მეცნიერები იმასაც დაბეჯთებით ამტკიცებენ რომ ქვევრიც სომხური ჭურჭელია და საწნახელიც, ისევე როგორც ჩურჩხელაა სომხური ნუგბარი, მართალია, დღემდე აღარც ქვევრი შემორჩათ და აღარც საწნახლი, მაგრამ… ხო, მართლა, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ნათქვამია. იოცნებონ ჩვენმა სომეხმა ძმებმა, მართლაც,  ერთი ჩურჩხელის და ხელადა ღვინისთვის ომს ხომ არ გამოვუცხადებთ.

აფერუმ, თქვენს ვაჟკაცობას ძმებო! კახელებს შემოუთვლიათ, მოდით, მაგ თქვენი ნაქები ღვინით, ჩვენ დალოცვილ კახურს როგორ შემოგკადრებთ თქვენს ფრანციცულ ღვინოებთან, ეგრე მართლად გაგიმარჯოთო, როგორც მართლად ანგარიშობთ და ითვლითო, შეგერგოთ და ალალიცა იყოსო​!

წყარო: timer.ge და caucasus.artinews.ru- ს მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *