სოფელი გონა – პატარა შვეიცარია რაჭაში

სო­ფე­ლი გონა ღე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. ის ღებ­ზე მაღ­ლაა და და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი­თაა შე­მო­ზღუ­დუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რის (რი­ო­ნის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი) ნა­პი­რას. ზღვის დო­ნი­დან 1680 მეტრზე, ქა­ლაქ ონი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 39 კი­ლო­მეტ­რით.

2002 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით სო­ფელ­ში ცხოვ­რობს 2 კაცი. მას შემ­დეგ, რაც აქა­უ­რო­ბა და­ი­ცა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბამ სო­ფე­ლი სა­ზა­ფხუ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­ძო­ვარ-სა­თი­ბად აქ­ცია.

გო­ნამ­დე ჯერ შო­ბე­თი უნდა გა­ი­ა­რო, მერე ვე­ლე­ბი, ჩვე­შო, ლობ­ჟა­ნი­ძე­ე­ბის სა­ლო­ცა­ვი საჯ­ვა­რია. კლი­მა­ტი თან­და­თან საგ­რძნობ­ლად იც­ვლე­ბა. გო­ნას მთელ სიგ­რძე­ზე მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რი გას­დევს. სო­ფე­ლი მის ცალ მხა­რე­საა და­სახ­ლე­ბუ­ლი. ძვე­ლი ხის სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით დგას.

სო­ფელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი, დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ეკ­ლე­სია. შიგ­ნი­დან და გა­რე­დან მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია კარ­გად გათ­ლი­ლი ში­რი­მის ქვით. გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სე­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით – შიგა სივ­რცე ერ­თი­ა­ნად გა­და­ხუ­რუ­ლია ცი­ლინ­დრუ­ლი კა­მა­რით, კონ­ქი არ აქვს და სა­კურ­თხე­ვე­ლი გა­მო­ყო­ფი­ლია მხო­ლოდ პი­ლას­ტრე­ბით. შე­კე­თე­ბუ­ლია XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს.

Georgian ‘Switzerland’ in Racha
This is beautiful Gona village in Georgia’s Racha-Lechkhumi and Lower Svaneti  mountainous region of Georgia, in Oni municipality. The village is located on southern slope of  Georgia’s Likhi range at 1680 meters above sea level and 39 kilometers from the city of Oni. According to the data of 2002 the village is inhabited by 2 people. Fascinating Racha highland area in western Georgia, hemmed by the Greater Caucasus Mountains is often compared to Switzerland. We thank photographer Giorgi Nikolava for capturing this unique place and gifting us with this incredible photo.

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა,

წყარო :www.ambebi.ge,

www.georgianjournal.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *