სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა საქართველოში 51,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (International Fund for Agricultural Development  – IFAD) არის გაეროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზე მუშაობს. წევრი სახელმწიფოების რაოდენობა – 176.
IFAD საქართველოში

IFAD საქართველოსთან 1997 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ქვეყანაში განხორციელდა 4 პროექტი: სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი; სოფლის განვითარების პროექტი; საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის გავნვითარების პროგრამა; საოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტი.

ჯამურად IFAD-მა 51.6 მილიონი $-ის ინვესტირება მოახდინა. საქართველოში IFAD-ის საქმიანობის მიზნებია, სოფლად სიღარიბის შემცირება და სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

პროექტის მიმდინარეობა და  ფინანსური მხარე

მოცემულ ეტაპზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი  საქართველოში ახორციელებს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტს  (AMMAR). პროექტი ხორციელდება 2015-2019 წლების განმავლობაში. პროექტს ჰყავს 10 000 უშუალო ბენეფიციარი.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის  (AMMAR) სრული ღირებულება შეადგენს 30.8 მილიონ აშშ დოლარს.

მათ შორის:

– IFAD გრანტი  – 0.5 მილიონი $;

– IFAD-ის სესხი – 13.3 მილიონი $;

თანადამფინანსებლების თანამონაწილეობა:

– გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) – 5.3 მილიონი $;

– დანიის მთავრობა  (პროექტის კომპონენტი – დანიდა)- 4.1 მილიონი $;

თანადამფინანსებელი ორგანიზაციების გარდა, პროგრამის რეალიზაციისთვის IFAD თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. საგრანტო კომპონენტის ადმინისტრირებას ახდენს  სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტო.

მიმდინარე აქტივობები

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის (AMMAR) ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

– კომპონენტი 1 – ინვესტიცია სარწყავ სისტემებსა და ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირებაში;

– ქვეკომპონენტი 1.1 სარწყავი და ღირებულებათა ჯაჭვის ინფრასტრუქტურა;

– ქვეკომპონენტი 1.2 კერძო ინვესტიციების წახალისება სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირებაში;

– კომპონენტი 2 – გარემო პირობების ცვლილების მიმართ მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირება;

– ქვეკომპონენტი 2.1 ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება და მხარდაჭერა;

– ქვეკომპონენტი 2.2 კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადობის უზრუნველმყოფი ტექნოლოგიის გავრცელება;

კომპონენტი 1 – ინვესტიცია სარწყავ სისტემებსა და ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირებაში
ქვეკომპონენტი 1.1 სარწყავი და ღირებულებათა ჯაჭვის ინფრასტრუქტურა

სარწყავი და ღირებულებათა ჯაჭვის ინფრასტრუქტურის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს საქმიანობა შემდეგ ობიექტებზე:

– ძევერა შერთულის საირიგაციო არხი;

– ტაშისკარის საირიგაციო არხი;

– სალთვისის საირიგაციო არხი;

– ქვემო ალაზანი საირიგაციო არხი;

– ტირიფონის საირიგაციო არხი.

სამუშაოების შედეგად გასარწყავიანდა რამდენიმე ათასი  ჰექტარისავარგულები, რაც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს ინტენსიურად აითვისონ მოცემული ტერიტორია, მოახდინონ ინვესტიცია ძვირადღირებულ კულტურებში. რეაბილიტირებული სარწყავი სისტემების ექსპლოატაციას მოახდენს შპს “საქართველოს მელიორაცია”.

კომპონენტის ფარგლებში აგრეთვე შესრულდა და მიმდინარეობს საქმიანობა მცირე ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს  ეფექტიანად აითვისონ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და შეუფერხებლად გაიტანონ საკუთარი პროდუქცია.

ამავე კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება  სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ეროზიის განდაცვის და რეაბილიტაციის პროექტები.

განაცხადის მიღება- განხილვა ხდება შემდეგნაირად: ადგილობრივი მოსახლეობის და პასუხისმგებელი სამსახურების მიერ, ხდება პროგრამის პრიორიტეტული კულტურების წარმოების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების შესწავლა- შეფასება. არჩევანი ჩერდება ისეთ ობიექტებზე, რომლის სარეაბილიტაციო ხარჯიც ამართლებს მოსარგებლეთა მიერ მიღებულ სიკეთეს.

ქვეკომპონენტი 1.2 კერძო ინვესტიციების წახალისება სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირებაში

2017 წლის ბოლოსთვის დამტკიცდა 140- ზე მეტი გრანტის განაცხადი. საგრანტო პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტებს. ორივე კომპონენტის ფარგლები ფონდის მიერ გაწეული თანადაფინასება შესაძლოა შეადგენდეს მაქსიმუმ პროექტის სრული სიანვესტიციო ღირებულების 40%ს.

დაინტერესებულ მხარეთა რეკომენდაციებისა და დასახელებული საჭიროებებისა თუ პოტენციალის გათვალისწინებით პროგრამის დაფინანსების პრიორიტეტად განისაზღვრა შემდეგი კულტურები:

– ხურმა;

– ვაშლი;

– ატამი;

– ბოსტნეული;

– დაფნა;

– თაფლი;

– კენკროვანი კულტურები;

– კაკალი;

– ყვავილების კულტურები.

პროექტის ფარგლებში ხდება ჩამოთვლილი კულტურების წარმოება გადამუშავების დაფინანსება:

პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსება ხდება შემდეგი წესების და პირობების შესაბამისად:

თანადაფინანსების პირობები:

– პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების – 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს;

§  პირველადი წარმოების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური ფერმერებისთვის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული პირებისთვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის) არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში,  ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არაუმეტეს  150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, კოოპერატივზე გასაცემი თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება კოოპერატივების წევრების რაოდენობის შესაბამისად, წევრზე არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში

მიღებული განაცხადების განხილვა ხდება სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ. თანადაფინასების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საგრანტო კომიტეტის მიერ.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის თანადაფინანსების პირობებია:

პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების – 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს;

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში იურიდიული პირების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში;

დაფინანსების მიზნობრიობა:

– არსებული გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების მოდერნიზაცია;

– მანქანა-დანადგარების შეძენა;

– შემნახველი საწარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;

– საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება.

კომპონენტი 2 – გარემო პირობების ცვლილების მიმართ მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირება

კომპონენტი მოიცავს ტრენინგების სერიას და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მოხდა, სეტყვისსაყინააღმდეგო ბადების, წვეთოვანი რწყვის სისტემის, სათბურების გამართვა. იგეგმება ქარსაფარი ნარგაობების მოწყობა და პროგრამის პრიორიტეტად განსაზღვრული, რიგი კულტურების საჩვენებელი ნაკვეთების მოწყობა.

დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) საგრანტო პროგრამა

საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი  (AMMAR) ფარგლებში ხორციელედება აგრეთვე დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) საგრანტო პროგრამა ახალგაზრდა ფერმერების და სოფლად მცხოვრები მეწეარმე ახალგაზრდებისთვის.

პროგრამის ფარგლებში გრანტების გაცემა დაიწყება 2018 წლიდან. პროგრამის მიზანია ინვესტირების წახალისება სოფლად და შედეგად დასაქმების დონის და შემოსავლის ზრდა, რითაც უნდა მოხდეს სოფლად სიღარიბის შემცირება.  პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილებზე მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნა. პროგრამა მიმართულია ახალგაზრდებას. ასაკი: მამაკაცებისთვის – 35 წელი; ქალებისთვის – 40 წელი. პროგრამა მოიავს როგორც საგრანტო ასევე სწავლების და კონსულტაციის კომპონენტებს. პროექტის ფარგლებში გრანტების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით, პროექტის საერთო ღირებულების 40%-ით. პროექტის ბიუჯეტია 4.1 მილიონი $, საიდანაც 80 % მოხმარდება უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსებას, ხოლო 20% სოფლად განხორციელებულ სხვა სახის პროექტებს.

2 thoughts on “სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა საქართველოში 51,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

  • 26/01/2018 at 17:35
    Permalink

    ვარ დაინტერესებული

    Reply
  • 26/01/2018 at 19:09
    Permalink

    კარგი პროექტია.როდის იწყება და რომელი ორგანიზაცია გასცემს?

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *