სტატისტიკის ეროვნული სამსახური აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევას იწყებს

გამოკვლევის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია აკვაკულტურის მეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის, აკვაკულტურის მეურნეობების სარგებლობაში არსებული წყალსატევების, ნედლი თევზის წარმოების, თევზის რეალიზაციისა და დანაკარგების, წყლის ორგანიზმების, კვების, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების, აკვაკულტურის მეურნეობებში გამოყენებული ტექნიკის, აკვაკულტურის მეურნეობებში დასაქმების და დანახარჯების შესახებ.
აღნიშნულ გამოკვლევასთან დაკავშირებით ტრენინგები და საველე სამუშაოები 22 თებერვლიდან 19 მარტის ჩათლით გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

სწავლების მიმდინარეობისას უწყების სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლების დახმარებით საქსტატის საველე პერსონალი და რეგიონული სამმართველოების 70-მდე თანამშრომელი გადამზადდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *