სურსათის სააგენტო ხორცის შერჩევის რეკომენდაციებს ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არ არის.

საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება.

საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან (“წარმოშობა − საქართველო”) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა…) იმპორტირებული ხორციც.

წვრილფეხა საქონელს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს:

ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი);

ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ბიზნესოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და საათი.

ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტმოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

წყარო:imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *