სურსათის სააგენტო თხილის დაავადების ასაცილებლად ფერმერებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. კერძოდ, ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით. 

სააგენტოს განცხადებით, ნაცროვანი დაავადების  შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებითამასთნ, ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისასაუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

იხილეთ ბმულები: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7267.pdf

http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7265.pdf

წყარო: https://imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *