ჭიათურის მღვიმეები

კარ­ს­ტუ­ლი მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბით  ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, კირ­ქ­ვულ ზოლ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი, რაც ხელს უწყობს კარ­ს­ტუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ეგ­ზო­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა მდი­ნა­რე სა­ძა­ლი­ხე­ვის აუზ­ში არ­სე­ბუ­ლი მღვი­მე­ე­ბი. თსუ-ს ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი ამ რე­გი­ონ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო შვიდ მღვი­მეს გა­მო­ყოფს. თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ძა­ლის­ხე­ვის, კაცხუ­რას და ჯრუ­ჭუ­ლას ხე­ო­ბა. 

გე­ოგ­რა­ფებ­მა გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით 2010 წელს მო­ახ­დი­ნეს ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბის თე­ო­რი­უ­ლი პას­პორ­ტი­ზა­ცია და და­გეგ­მა­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად მღვი­მე­ე­ბის­თ­ვის. გე­ოგ­რა­ფის თქმით, არა­თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც კი მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­კუ­თარ სიმ­დიდ­რე­ზე. არა­და, ერთ ლო­კა­ლურ რე­გი­ონ­ში, მცი­რე ფარ­თობ­ზე ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მღვი­მე­ე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მღვი­მე­ებ­ში ასე­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, რაც სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ბო­ლო წლე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა უდოს მღვი­მე­ში ნი­კა თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის აქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის მი­ერ უძ­ვე­ლე­სი ხა­ნის ნა­ხა­ტე­ბი და იეროგ­ლი­ფე­ბი. ამ მღვი­მეს­თან მის­ვ­ლა არ­ც­თუ ისე ად­ვი­ლია, მაგ­რამ ექ­ს­ტ­რე­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შ­რუ­ტია.

გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი: “სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, პრო­ფე­სორ თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით 10 წელ­ზე მეტ ხანს იმუ­შა­ვა სო­ფელ რგან­ში ორ­თ­ვა­ლა კლდის გა­მოქ­ვა­ბულ­ში და აქ მო­პო­ვე­ბულ­მა ქვე­და და ზე­და პა­ლე­ო­ლი­თის ადა­მი­ან­თა საცხოვ­რე­ბელ­მა და სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლებ­მა მსოფ­ლიო აალა­პა­რა­კა. ჭი­ა­თუ­რის მღვი­მე­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქის ნაშ­თე­ბი (კა­ჟის და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი). დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი ცხო­ვე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა: ზებ­რა, ქურ­ცი­კი, შვე­ლი, ირე­მი, გა­რე­უ­ლი ღო­რი, გა­რე­უ­ლი თხა, წაბ­ლის­ფე­რი დათ­ვი, მგე­ლი, გა­მოქ­ვა­ბუ­ლის დათ­ვი, ციმ­ბი­რის მაჩ­ვი, ზღარ­ბი, კვერ­ნა, პრო­მე­თეს თაგ­ვი და სხვ. ეს კარ­ს­ტუ­ლი მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს ქმნის, რე­გი­ონ­ში სა­თავ­გა­და­სავ­ლო, კულ­ტუ­რულ-შე­მეც­ნე­ბი­თი და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად წა­რი­მარ­თოს.”

ორ­თ­ვა­ლა კლდის (წილ­თოს III) მღვი­მე სო­ფელ პე­რე­ვი­სის მი­და­მო­ებ­შია. ეს ის­ტო­რი­უ­ლი დრო­ის ნა­გე­ბო­ბაა, რომ­ლის წი­ნა ორი დი­დი გვი­რა­ბის კედ­ლებს ეტყო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის კვა­ლი, აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვევ­რე­ბი და კე­რა­მი­კის ნამ­ტ­ვ­რე­ვე­ბი, მღვი­მე ად­ვი­ლი მი­სად­გო­მია და იოლად გა­სავ­ლე­ლი. იგი გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ექ­ს­პე­დი­ცი­ამ 1959 და 1990 წე­ლებ­ში გა­მო­იკ­ვ­ლია.

ჭი­პი­ა­ნიკ­ლ­დის მღვი­მე კი მდ. ყვი­რი­ლას მარ­ცხე­ნა ფერ­დობ­ზე, კლდო­ვან ფლა­ტე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 410 მ. სი­მაღ­ლე­ზეა. იგი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბაა – აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვევ­რე­ბი, წყალ­სა­ცა­ვი აუზი და სა­საფ­ლაო. მის გა­სავ­ლე­ლად სა­ჭი­როა სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭურ­ვე­ლი. ეს მღვი­მე გე­ოგ­რა­ფებ­მა ჯერ კი­დევ 1955 წელს აღ­წე­რეს.

არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლს წარ­მო­ად­გენს გვარ­ჯი­ლას­კ­ლ­დის მღვი­მე სოფ. რგა­ნის მი­და­მო­ებ­ში, მდ. ჭე­რუ­ლას აუზ­ში. იგი ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. აქ მიკ­ვ­ლე­უ­ლია ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქის ნაშ­თე­ბი; კა­ჟი­სა და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი. დად­გე­ნი­ლია გა­რე­უ­ლი ღო­რის, ზებ­რას, ქურ­ცი­კის, ირ­მის, წაბ­ლის­ფე­რი დატ­ვის, მგლის, მღვი­მუ­რი დათ­ვის, ზღარ­ბის, კვერ­ნას და სხვა ცხო­ველ­თა არ­სე­ბო­ბა. მღვი­მე ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი და გა­სავ­ლე­ლია. გვარ­ჯი­ლას­კ­ლ­დის მღვი­მე პირ­ვე­ლად გა­მო­იკ­ვ­ლია ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, შემ­დ­გომ­ში კი გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ლე­ო­რაზ­მ­მა.

მღვი­მე­ვის მღვი­მე­ში, რო­მე­ლიც მდ. ყვი­რი­ლას ხე­ო­ბის მარ­ჯ­ვე­ნა ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე­ობს, მღვი­მე­ვის XIII სა­უ­კუ­ნის მო­ნას­ტე­რია გან­ლა­გე­ბუ­ლი. აქ ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ქვის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ნაშ­თე­ბი (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თი) – კა­ჟი­სა და ობ­სი­დი­ა­ნის ძვლის და ირ­მის რქის იარა­ღე­ბი. დად­გე­ნი­ლია პირ­ველ­ყო­ფი­ლი ხა­რის ანუ დომ­ბას, ცხე­ნის, ლო­მის, მღვი­მუ­რი დათ­ვის და სხვ. ცხო­ველ­თა არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი. ერთ-ერ­თი ფარ­დუ­ლის კე­დელ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თე­ლი ადა­მი­ა­ნის მხატ­ვ­რო­ბის ნი­მუ­შე­ბი. მღვი­მე­ვის მღვი­მე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლია აფა­ქი­ძის, ნ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის, ალ. კა­ლან­და­ძის, დ. თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის და სხვა­თა მი­ერ.

არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექტს წარ­მო­ად­გენს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე, რო­მე­ლიც სო­ფელ დარ­კ­ვე­თის სამ­ხ­რე­თით მდ. ნიკ­რი­სას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. აქ 2008 წელს აღ­მო­ა­ჩე­ნეს 32 ათა­სი წლის ძა­ფის ნა­კე­თო­ბა, რო­მე­ლიც ლერ­წ­მის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მღვი­მის ნა­წილ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­ლე­ო­ლი­თე­ლი ადა­მი­ა­ნის სად­გო­მი (კა­ჟის და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი, ცხო­ველ­თა ძვლე­ბი), ზე­და ფე­ნა­ში – თი­ხის ჭურ­ჭე­ლი; ნა­პოვ­ნია პირ­ველ­ყო­ფი­ლი ძაღ­ლი­სა და ზურ­ტა­კე­ტის ცხე­ნის დი­დი ზო­მის ნაშ­თე­ბი. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ად­ვი­ლი გა­სავ­ლე­ლია, მე­ო­რე­ზე ასას­ვ­ლე­ლად კი სა­ჭი­როა სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭურ­ვე­ლი, მღვი­მე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად დ. თუ­შაბ­რა­მიშ­ვალ­მა და ქ. დვალ­მა შე­ის­წავ­ლეს. სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რად კი პირ­ვე­ლად აღ­წე­რა და გა­მო­იკ­ვ­ლია გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ლე­ოლოგიურმა­ ექ­ს­პე­დი­ცი­ამ (1975 წ).

ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე კი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ჯრუ­ჭუ­ლის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პირ­ზე მდი­ნა­რის დო­ნი­დან 35 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თელ წიგ­ნ­შია შე­ტა­ნი­ლი. აქ კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბი­ცაა – აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­ლე­ო­ლი­თუ­რი დრო­ის მდი­და­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, გათხ­რი­ლია 4 მეტ­რის სიღ­რ­მის შურ­ფი, მო­პო­ვე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლის ძვლე­ბი, წვე­ტა­ნე­ბი, და­ნე­ბი და სხვა.

ნა­ხიზ­ნე­ბის მღვი­მე სოფ. გუნ­და­ეთ­თან მდე­ბა­რე­ობს, ძნე­ლად მი­სად­გომ, ცი­ცა­ბო მარ­ჯ­ვე­ნა ფერ­დობ­ზე. შე­სას­ვ­ლელ­თან ქვით­კი­რის კედ­ლის ნან­გ­რე­ვე­ბია, მღვი­მის ჭე­რი გაჭ­ვარ­ტ­ლუ­ლია. კულ­ტუ­რუ­ლი ნა­ფე­ნე­ბი შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ულ და პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­ურ ნაშ­თებს. მღვი­მეს რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის და­ღი აზის. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნა აქაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მღვი­მე ად­ვი­ლად გა­სავ­ლე­ლია. იგი პირ­ვე­ლად აღ­წე­რა ზ. ტა­ტა­ში­ძემ 1957 წელს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მღვი­მე­თა პა­ლე­ო­ლო­გი­უ­რი თუ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა კვლავ გრძელ­დე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ისი­ნი კი­დევ მრა­ვალ­ჯერ გაგ­ვა­ო­ცე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა მა­თი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამი­სათ­ვის ჯერ ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი­სა და სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბაა სა­ჭი­რო.

წყარო:chiatura.org.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *