თელავში ჭაჭის ფესტივალი ჩატარდა

თელავში  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ,,ჭაჭის ფესტივალი” გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტმა მიიღო.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში,  სტუმრები საგანგებოდ  მოწყობილ საშემოდგომო კუთხეებს და კულტურულ პროგრამას გაეცნენ.

ფესტივალზე კახეთში არსებული ღვინის კომპანიებმა და ,,აწარმოე საქართველოში” პროექტის ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია წარმოდგომეს.

აქვე ,,საქპატენტმა” ჭაჭის, როგორც რეგისტრირებული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის პრეზენტაცია გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, მევენახეებისა და სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოხდილი ჭაჭის კონკურსიც გაიმართება, სადაც ჟიურის წევრებმა ფესტივალის სტუმრებისთვის ყურძნის ჭაჭისაგან დამზადებული არაყის განსაკუთრებული თვისებებისა და მისი გამოხდის თავისებურებების შესახებ მასტერ-კლასი გამართეს. ჟიურიმ  გამარჯვებულებიც გამოავლენა, რომლებიც ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებით დააჯილდოეს.

შესრულდება ნანი ბრეგვაძის მიერ ფესტივალის ჰიმნი ,,ბალადა ვაზზე”.

ჭაჭის ფესტივალი დასკვნითი კონცერტით,  თბილისის საკონცერტო ორკესტრ ,,ბიგ-ბენდის” მონაწილეობით დასრულდა.

ფოტო: კახა კუპატაძე

წყარო: https://imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *