რეგიონებიფერმერი ფერმერს

ასეთ წათხში ყველი თითქმის ერთ წელიწადს ძლებს

ყველის შენახვის წესები ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს, რადგან შენახვის პირობებზეა დამოკიდებული, როგორი გემო და სასაქონლო სახე ექნება ყველს.

ყიდვისას ყველი შეიძლება ძალიან გემრიელი მოგეჩვენათ, მაგრამ  1-2 კვირის შემდეგ მას სულ სხვა, უსიამოვნო გემო შეიძინოს, ამიტომ ყველმა ხარისხი რომ არ დაკარგოს, შენახვის გარემო პირობებს დიდი მნიშნველობა აქვს. 

გთავაზობთ ყველის შესანახი წათხის  ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა:

4 ლიტრ ანადუღარ ცივ წყალში გახსენით 1კგ მარილი;

დაამატეთ ერთი ჭიქა _ 200 გრამი შაქარი, შაქარი შეიძლება ჩაანაცვლოთ თაფლით;

პატარა ნატეხი თეთრი შაბი.

ნაზავს საგულდაგულოდ მოურიეთ, რომ მარილი, შაქარი/თაფლი და შაბი წყალში სრულად გაიხსნას!

რომ  დავრწმუნდეთ გაჯერებულია თუ არა წყალი მარილით, მარილწყალში ჩააგდეთ კვერცხი _ თუ ამოტივტივდება, ესეიგი თქვენს მიერ მომზადებულ წათხს მარილი ზომიერად აქვს, წათხი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და უკვე შეგიძლიათ მომზადებულ ხსნარში/წათხში ყველი ჩააწყოთ, ისე რომ  ყველი დაიფაროს.

ასეთი მეთოდით მომზადებულ წათხში ყველი ერთი წელიწადიც კი ინახება და ინარჩუნებს ყველა საგემოვნო თვისებას.