თხილის ბაღში მოსავლის აღების შემდეგ ვეგეტაციის დაწყებამდე გასატარებელი აგრო-ღონიძიებები

 თხილის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ჩვენს მეურნეებს მომავალი წლის მოსავლის რაოდენობის და მის ხარისხზე ზრუნვა უკვე სექტემბრის მეორე ნახევრიდან უწევს. თხილის მცენარე ყვავილობს დეკემბერ მარტის თვეში, სექტემბერში მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს მომავალი წლის სანაყოფე,  საფოთლე კვირტები და მამრობითი ყვავილები.

 მოსავლის აღების (ძირითადად აგვისტო) შემდგომ ფოთლების დაცვენამდე,  აღების დროს (კრეფა ფერთხვა), დაზიანებული ადგილებში რაიმე ინფექციის აცილების და დაავადება-მავნებლებისაგან დაცვის მიზნით, ვახდენთ თხილის ბაღის ქიმიურ დამუშავებას (შეწამვლა)პესტიციდებით.

  • სპილენძშემცველი ფუნგიციდი+ინსექტიციდი.

ნოემბერ-დეკემბრის თვეში თხილის  მავნებლები რომლებიც ამ პერიოდში იზამთრებენ (ჭუპრის, კვერცხის, მატლის, იმაგოს)ფაზაში. გვხდება მცენარის შტამბზე, ვარჯზე, ქერქში, ნაპრალებში, ჩამოცვენილ ფოთლებში, ნიადაგში. საჭიროა გავატაროთ  როგორც მცენარის ვარჯის ისე ნიადაგის ერთდროული ქიმიური დამუშავება (შეწამვლა).

  • ინსექტო-აკარიციდი მინერალური ზეთი სიპკამოლი ან ოვიპრონი 2 ლ.100ლ/წყალში.
  • ან მინერალური ზეთი ინსექტო-აკარიციდი ქეი ან სიპკამოლი 2ლ+ინსექტიციდი კომპრადორი 25 მლ. (ან სხვა რომელიმე ინსექტიციდი) 100 ლ/წყალში.

არ არის აუცილებელი ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და გატანა, რადგან ამ პერიოდში ორჯერ ჩატარებული ქიმიური დამუშავება ზღუდავს მცენარის ფოთლებზე და ნიადაგზე და ნიადაგში,  როგორც დაავადებებს ისე  მავნებლებს. თუ  შევაგროვებთ   უკეთესია სადმე მოვათავსოთ და შემდგომ გამოვიყენოთ როგორც ორგანული მასა. რაც შეეხება დაბერებულ და მექანიკურად დაზიანებულ ტოტებს, თუ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა დავაქუცმაცებთ და ადგილზე ვტოვებთ ან ვათავსებთ სადმე განთავსებულ გროვაში ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად,  თუ ვერ ვაქუცმაცებთ გაგვაქვს ბაღის გარეთ.

თუ ბაღი საჭიროებს, ვახდენთ თხილის ბაღში ბუჩქების ფორმირებას და ამონაყრებისაგან განთავისუფლებას.

ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით ნიადაგის ანალიზის შედეგად თხილის კულტურის ქვეშ შეგვაქვს მინერალური ნიადაგში დეფიციტში არსებული მიკროელემენტების შემცველ კომბინირებული სასუქები NPK 10-26-26+me ან  8-24-24+me ასევე კარგია თუ ორგანულ სასუქებს შევიტანთ. სასურველია როგორც ორგანული ისე მინერალური სასუქების მოფანტვა ჩაეკეთება. შესატანი დოზა თვით მცენარის და ნიადაგის  მდგომარეობიდან გამომდინარე.

თხილის ბაღებში უნდა არსებობდეს გრუნტის წყლების დგომის სიმაღლის განმსაზღვრელი ორმო (წყლის სარკე) რომლის მეშვეობით ხდება გრუნტის წყლის დონის რეგულირება. 

ყველა ამ აგრო-ღონისძიებებს გატარება უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ,  ადგილზე შესწავლის შემდეგ, რომელიც ბაღის მდგომარეობიდან გამომდინარე შეგიდგენთ სამოქმედო გეგმას  და მცენარის ვეგეტაციის ფენო-ფაზების მიხედვით შეარჩევს შესაბამის პესტიციდებს და სასუქებს.

      გაფრთხილებთ! პესტიციდებს აქვთ უნარი ტოქსიკურად იმოქმედონ არა მარტო მავნებლებზე და დაავადებებზე, არამედ ადამიანის ორგანიზმზეც. აუცილებელ პირობას წარმოადგენს, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა პესტიციდების გამოყენებისას. სასურველია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქიმიური დამუშავება (შეწამვლა) განახორციელდეს მცენარეთა დაცვის საშუალებებთან მუშაობის გამოცდილების მქონე, დატრენინგებულმა სპეციალისტმა.

თამაზ ხასაია,

არემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *