თხილის ტექნოლოგიური რუკა და გასატარებელი  ღონისძიებები

თხილის წარმოების ეს ტექნოლოგიური რუკა შედგენილია სამეგრელოსა და გურიის თხილის მწარმოებელი კოოპერატივებისა თუ ცალკეული ფერმერებისთვის თხილის ნაკვეთებში ჩატარებული გამოკვლევის მასალების მიხედვით.
მცენარის მოსვენების პერიოდი

სამუშაოს ჩატარების ვადა:

ნოემბრის III დეკადიდან – თებერვლის ბოლომდე

ჩამოცვენილი ფოთლების მოგროვება და განადგურება;

თხილის ნარგაობის სხვლა;

თხილის ნარგაობის ფორმირება;

ანასხლავი ტოტების გატანა და უტილიზირება.

 ნიადაგის მჟავიანობის დადგენა განსაკუთრებით წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე, აგრეთვე ნაკვეთებზე სადაც ეწრის გვიმრაა გავრცელებული. 

სამუშაოს ჩატარების ვადა:

დასაშვებია ყველა პერიოდში.

შენიშვნა: ტექნიკურად უმჯობესია  მცენარეების მოსვენებისას

ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა

სამუშაოს ჩატარების ვადა _ ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ ნიადაგში ჩახვნით.

გადამწვარი ნაკელის ან კომპოსტის 15-20ტ/ჰა-ს გაფანტვა და ჩახვნა;

შენიშვნა: გვიან შემოდგომასა ანდა ადრე გაზაფხულზე;

მინერალური სასუქების (P და K) წინასწარ დადგენილი ნორმით ნაკელთან ერთად  ჩახვნით.

 ნიადაგში გრუნტის წყლების დგომის სიმაღლის (წყლის სარკის) კონტროლით სადრენაჟე ორმოებში და  საჭიროების  მიხედვით სადრენაჟე არხების გაჭრა/რეაბილიტაცია.

სამუშაოს ჩატარების ვადა:

ნოემბერი-მარტი;

მაის-ივნისი და ოქტომბე რი-ნოემბერი

 თხილში ნიადგის საგაზაფხულო დამუშავება. რიგთშორისების 15-20 სმ-ზე მოხვნა, თესვის წინა კულტივაცია და ნიაგაში ამონიუმის გვარჯილის შეტანა წინასწარ დადგენილი ნორმით. გაკორდებისას სამყურისა და კოინდარის თესვა და ნათესის დატკეპნა.

სამუშაოს ჩატარების ვადა: მარტი-აპრილი. შენიშვნა: ნიადაგის გაკორდების შემთხვევაში მოხვნა და ხელმეორე გადათესვა ჩატარდება 3-4 წელიწადში. თხილის გაკორდების გარეშე წარმოებისას კი 2-3 წელიწადში.

ˆ თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების ძირითადი ეტაპები:

I წამლობა -თხილის გულის სიდამპლის წინააღმდეგ ვეგეტაციის დასაწყისში მდედრობითი კვირტების ფორმირების დამთავრებისთანავე;

II  კომბინირებული წამლობა კვირტის ტკიპისა და გულის სიდამპლის წინააღ მდეგ თხილის კვირტების გახსნის დასაწყისში;

III კომბინირებული წამლობა. აზიური მყრალი ბაღლინჯოსა და თხილის გულის სიდამპლის წინააღმდეგ ნაყოფის ქუჩეჩის გახსნისას მიკროორგანიზმებით და ზიანების ანალიზით;

IV კომბინირებული წამლობა მყრალი ფაროსანი ბაღლინჯოსა და თხილის გულის სიდამპლის წინააღმდეგ  ნაყოფების სიმწიფეში შესვლისას;

წამლობების ეტაპებს შორის ბრძოლის კორექტირებისათვის დამატებითი შესხურებები საჭიროების მიხედვით.

სამუშაოს ჩატარების ვადა: თებერვალი მარტი-აპრილის დასაწყისი.

შენიშვნა: თხილის წარმო ების ყველა ზონაში ტარდება მდედრობითი კვირტების ანალიზი მათი გაშლისას (მიკრორგა ნიზმების  შეჭრის შემთხვევაში ატარებენ სპილენძის შემცველი კონტაქტური ფუნგიციდებით შესხურებას, ტკიპის არსებობისას კი სამუშაო ნაზავს დაემატება აკარიციდი ომაიტი, მასაი და ა.შ.   ხოლო ნაცრის გამოჩენის შემდეგ  ნაცრის საწინააღმდეგოდ სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდების მორიგეობით გამოყენება. სუნიანი ფაროსანი ბაღლინჯოს წინააღმდეგ აუცი ლებელია გამოყენებული იქნეს ფუტკრის მიმართ ნაკლებ ტოქსიკური (მაგ.სინთეზური პირე ტროიდები, ტალსტარი, და ა.შ. იქ სადაც ფუტკრის დაზიანების საშიშროება ნაკლებია კონფი დორი, ანდა სხვა ძლიერი მოქმედების ინსექტიციდი). ფუტკრისათვის საშიში პრეპარატების გამოყენებისას უნდა გამოცხადდეს კარანტინი. საერთოდ კი წამლობები უმჯობესია შეწყდეს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე.

თხილის ძირის ამონაყრებთან ბრძოლა:

სხვლით,   მცენარის მოსვენების პერიოდში.

სამუშაოს ჩატარების ვადა: დეკემბერი-თებერვალი.

⇒  ვეგეტაციის პერიოდში, როდესაც ამონაყარი სიმაღლეში12-15 სმ-ს მიაღწევს კონტაქტური ჰერბიციდების (რეგლონი და ა.შ.) შესხურებით.

სამუშაოს ჩატარების ვადა: მაისი-ივლისი, შესხურების ჯერადობა ამონაყარის გამოჩენის მიხედვით.

თხილის მოკრეფა, გარჩევა და  ტენიანობის 6%-მდე შრობა ჩრდილში ან სპეციალურ საშრობებში გულის სიდამპლისა დაზიანების შესამცირებლად და თხილის გულის ხარისხის ასამაღლებლად 

სამუშაოს ჩატარების ვადა: აგვისტოს დასაწყისი – სექტემვბრის I დეკადა.

გ. გოდერძიშვილი,

ლ. რეხვიაშვილი,

ლ.ჯიბღაშვილი

 

One thought on “თხილის ტექნოლოგიური რუკა და გასატარებელი  ღონისძიებები

  • 05/09/2018 at 11:50
    Permalink

    შემოდგომით შეწამვლა არ უნდა სპილენძის შემცვლელი პრეპარატით.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *