აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

წარმატებული ქართულ სტარტაპი _ მიკრომწვანილი ვერტიკალურ სათბურში

შპს „მიკროგრინი“ რომელიც მიკრომწვანილს ვერტიკალურ სათბურებში აწარმოებს, წლეულს რეგიონის ქვეყნების ბაზრებზე გაააქტიუროს მუშაობა და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს აცხადებს შპს-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მარიამ გენებაშვილი. დღეს „მიკროგრინი“ პროდუქციას თბილის სუპერმარკეტებს და რესტორნებს აწვდის. კომპანიის უახლოეს გეგმებში შედის პროდუქცია გაიტანოს ქუთაისის, ბათუმის და საქართველოს სხვა ქალაქების სავაჭრო ქსელებსა და რესტორნებში. ამასთან გაზარდონ ექსპორტი სომხეთში, რომელიც შარშან იქაურ რესტორნების ქსელს მცირე პარტიებით მიეწოდებოდა. როგორც ქალბატონი მარიამი ამბობს, თუ მოთხოვნა იქნება, სხვა ქვეყნებსაც მიაწვდიან პროდუქციას. მაგალითად მათ შარშან ყატარს თვითმფრინავით მიაწოდეს მიკრომწვანილის რამდენიმე პარტია.  

ვერტიკალური ფერმა თბილისში 2017 წელს შეიქმნა. სათბური დაახლოებით 200 კვ. მეტრ ფართობზეა განლაგებული, სადაც მოწყობილია მრავალიარუსიანი თაროები, რაზეც განთავსებულია სპეციალური კონტეინერებით, რომელშიც მიკრო მწვანილი იზრდება. სათბურში მიკრო მწვანილის მოსაყვანად ხელოვნურად არის შექმნილი სპეციალური მიკროკლიმატი, რომელიც თესლის გაღივებას და მის პირველი ფოთლის ფაზამდე სწრაფად გასაზრდელად, როცა მწვანილი იკრიფება, არის საჭირო.

კომპანიამ პროდუქციის ბაზარზე გატანა 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამჟამად კომპანიის მიერ წარმოებული მიკრო მწვანილის ასორტიმენტში შედის, ბროკოლი, ბროკოლი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო, კოლრაბი, სალათის ფურცელი, რუკოლა, ყვავილოვანი კომბოსტო, მდოგვი, მზესუმზირა და სხვა.

როგორც მარიამ გენებაშვილი ამბობს, მიკრო მწვანილის წარმოება მისი და მისი მეუღლის ლევან შათირიშვილის ოჯახური ბიზნესია. ორივეს მიიღო ბიზნესის განხრით განათლება, ორივე უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღ კვებას. თავიდან მათ შექმნეს კომპანია „ინებე“, რომლის საქმიანობის მთავრი მიმართულება დიეტური კერძების მომზადება და ოჯახებში დარიგებაა, კომპანია დღესაც ფუნქციონირებს. პარალელურად, როგორც ჰობი, ოჯახურ პირობებში მიკრო მწვანილის მოყვანაც დაიწყეს, გარკვეული ცოდნ-გამოცდილების შეძენის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ცალკე ბიზნესად უნდა ექციათ.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო ფინანსური რესურსი და მონაწილეობა მივიღეთ საკონკურსო პროგრამა „სტარტაპ საქართველოში“, რომელიც „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ დაფუძნებულია, მიკრომწვანილის წარმოება სათბურში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, საკონკურსო კომისიამ ინოვაციურ საქმიანობად მიიჩნია, ასეც იყო. პროექტის ღირებულებამ 80 000 ლარი შეადგენდა, საიდანაც 72 000 დააფინანსა „სტარტაპ საქართველომ“. ფაქტობრივად ეს 5 წლიანი 10% სესხია, რასაც კომპანია ეტაპობრივად დაფარავს. პირველად საქართველოში ვერტიკალურ სათბურში თაროებზე მიკრო მწვანილის წარმოება ჩვენ დავიწყეთ. ანალოგიური ტექნოლოგიით არც საქართველოში და არც ამიერკავკასიაში მანამდე ის არავის უწარმოებია _ ამბობს მარიამი.

განსაკუთრებით საინტერესოა,  ის რომ მიკრომწვანილი გამონაკლისის გარეშე ორგანული თესლისგან იწარმოება, რასაც სათანადო სერტიფიკატი ახლავს.

წარმოების პროცესში მიკრო მწვანილის მოყვანა სხვადასხვა ჰიდროპონიკულ სუბსტანციაზე მოისინჯა, მაგრამ  არჩევანი ტორფზე შეჩერდა, რადგან ის მოსავლიანობის თვალსაზრისით საუკეთესო შედეგს იძლევა, ამათან ერთად იაფია, თანაც მასალებს, რასაც კომპანია დღეს იყენებს საქართველოში იწარმოება.

როგორც მარიამი ამბობს, პროდუქციის რეალიზაციის საკითხი დამფუძნებლებმა ჯერ კიდევ სათბურის მშენებლობის პროცესში შეიმუშავეს. გამოკითხვა ჩატარდა რესტორნების შეფმზარეულებთან, აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა დაინტერესებული იყო მიკრომწვანილით. ასევე შედგა მოლაპარაკება ცნობილ სუპერმარკეტების ქსელებთან.

_ თავიდან _ ამბობს მარიამი _ პროდუქცია „აგროჰაბში“ შევიტანეთ, ცოტა მოგვიანებთ გუდვილში. ასე რომ დღეს ჩვენი მიკრომწვანილის გამოყენებით კერძების მომზადება მარტო ცნობილი რესტორნების მზარეულებს კი არა, დიასახლისებსაც შეუძლიათ.

სუპერმარკეტებში მიკრო მწვანილი დაჭრილი, 40 გრამიან შეფუთვით იყიდება. ზოგიერთ რესტორანს, მათივე სურვილით პირდაპირ იმ კონტეინერებით ვაწვდით პროდუქციას, რაშიც ის იზრდება.

მირკო მწვანილი ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია, ის მდიდარია მინერალური ნივთიერებებით. ის შეიძლება დავამატოთ სალათს გასაფორმებლად და თავისებური გემოს და არომატის მისაცემად.

ზოგიერთი სახეობის მიკრო მწვანილს პირდაპირ ვერ მიირთმევთ, მაგრამ, ზოგიერთი ისეთი გემრიელია, მაგალითად მზესუმზირის მიკრომწვანილი, რომ მისი ჭამა შოკოლადივით შეიძლება.

მიკრო მწვანილის შენახვის ვადა, სახეობების მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ სავაჭრო ქსელში გასაყიდად გატანილ მირომწვანილს შეფუთვაზე შენახვის მინიმალური ვადად 10 დღე აქვს მითითებულ.

სპეციალურ 40 გრამიან ყუთებში შეფუთული სხვადასხვა სახის მიკრო მწვანილის ღირებულება ერთნაირია, მაგალითად აგროჰაბში ერთი 40 გრამიანი შეფუთული კონტეინერი 3.9 ლარი ღირს.

სათბურში მიკრო მწვანილი 2 კვირაში ერთხელ იკრიჭება (იკრიფება). წარმოების პროცესი ისეა ორგანიზებული, რომ მოსავლის აღება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ამჟამად სათბურში ყოველდღიურად 15-20 კილოგრამი მიკრო მწვანილი იკრიფება. ამასთან სათბური მთელი დატვირთვით არ მუშაობს და წარმოების გაზრდის რესურსი არსებობს.

წყარო: East-Fruit.com