წარმოადგენს თუ არა ჩინეთი  საერთაშორისო აგრარული ბაზრის  გლობალურ საფრთხეს?

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს ჩინეთის 1300-ზე მეტმა კომპანიამ, რომლებიც საზღვარგარეთ სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის და მეთევზეობის სფეროში ახორციელებენ პროექტებს, 26 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიცია მიიღო.
რატომ?

კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ეკონომიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რაც მოწმობს, რომ ბოლო წლებში ჩინური კომპანიები საერთაშორისო აგრარულ ბაზრებზე სერიოზულ მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ.

სოფლის მეურნეობის ინვესტირების თვალსაზრისით ჩინელ ჩინოვნიკებს ამბიციური გეგმები აქვთ, რაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოების და ვაჭრობის მიდგომების შეცვლას და საერთაშორიო ბაზარზე ჩინეთის გავლენების გაზრდას ისახავს მიზნად.

იმ დროს, როცა ინვესტორები მოტივირებულნი არიან მოგებაზე, ჩინეთის სახელმწიფო ორგანოები, ბანკები ადგენენ სტრატეგიულ გეგმებს, საბროკერო კომპანიებს ეხმარებიან​ გარიგების დადებაში, ქმნიან დაკრედიტების მოქნილ სისტემას, შესაძლო, შორეული პერსპექტივის მქონე ინვესტორებსაც კი ხელს უწყობენ სამეცნიერო და საინფორმაციო მომსახურების მიღებაში, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს და გამარტივდეს უცხოური ინვესტიციების შესვლა ქვეყანაში.

ინვესტიციებს კი ძალზე დიდი წვლილი შეაქვს ჩინეთის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში, ზემოქმედებენ გლობალური ფასების ჩამოყალიბებაზე, ხელს უწყობენ ჩინური პროდუქციის ახალ ბაზრებზე მოხვედრას, ზრდიან პოლიტიკურ გავლენებს საზღვარგარეთ და სხვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო საზღვარგარეთ მომუშავე ჩინური კომპანიების განვითარებაში. ინვესტიცია ჩაიდო მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 100-ზე მეტი ქვეყნის მეცხოველეობის, მეთევზეობის, გადამმუშავებელ მრეწველობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების, მეთესლეობის და ლოჯისტიკის სექტორში.

ამავე დროს აშშ ტერიტორიაზე ჩინეთი აგროპროექტებში მაინცდამაინც დიდი ხალისით არ დებს ინვესტიციებს.

2014-2026 წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა კონტინენტებთან შედარებით ყველაზე ნაკლები ჩინური ინვესტიცია (საერთო მოცულობის 2%-მდე) განხორციელდა.

ჩინეთის გავლენა სხვა ქვეყნების აგროსამრეწველო კომპლექსზე

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებით 2010 – 2016 წლებში სოფლის მეურნეობაში ​უცხოური ინვესტიციების მოცულობა გახუთმაგდა.  

დღეს ბევრი ქვეყნა ცდილობს, ჩინეთში სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნილების ზრდის პარალელურად სარგებელი ნახოს. მაგალითად, ჩინურმა ინვესტიციებმა ახალი ზელანდიის და ავსტრალიის რძისა და ხორცის წარმოების სექტორში ანგარიშგასაწევი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ჩინეთში ამ ქვეყნებიდან ცხოველური ცილის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა.

ერთმხრივ, უმეტესი უცხოური ჩინური პროექტები, რასაც უპირატესად მსხვილი კომპანიები ახორციელებენ, მიმართულია მეზობელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, შორეული აღმოსავლეთ რუსეთის და აფრიკისკენ, სადაც ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი მიწები და ჩინური ინვესტიციებისადმი ინტერესი დიდია.

მოკლედ, ამ ფონზე რიგი გამოკვლევების შედეგად ირკვევა, რომ ჩინეთის მიერ უცხოეთში განხორცილებული ბევრი სასოფლო-სამეურნეო პროექტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საწყის ეტაპზე გაცხადებულ ხმაურიან პროგნოზს, რადგან რეალურად სულ ორიოდე პროექტი აღმოჩნდა მომგებიანი, როცა მოხერხდა, როგორც დაგეგმილი იყო, უკან, ჩინეთში პროდუქციის ექსპორტირება.

წარუმატებლობას ანალიტიკოსები ისეთი ფაქტორებით ხსნიან, როგორიცაა: მსოფლიო ბაზარზე  მუშაობის არასაკმარისი გამოცდილება, ენის ბარიერი, ადგილობრივი ბიუროკრატია, კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩინური ინვესტიციების სტრატეგია გადაჯაჭვულია მიწების შესყიდვასთან, მათ ერთიანი კონტროლის სისტემაში თავმოყრასთან.

მაგალითად:  COFCO _ სახელმწიფო აგრობიზნესი ნერგავს ახალ ტაქტიკას, რომელიც მიმართულია ნედლეულით ვაჭრობის, გადამუშავებისა და ლოჯისტიკის კონტროლის გაძლიერებისკენ. კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანია Bright Foods-ი კონგლომერატის, სხვადასხვა კომპანიების და ბრენდების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის და კონტროლის პრინციპს ემხრობა, რაც, საბოლოო ჯამში დასახულ შედეგს ვერ იძლევა.

წყარო: www.beefmagazine.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *