დარგებიმემცენარეობა

ცაცხვი

ცაცხვის 40-მდე სახეობა არსებობს. არსებობს სელექციური კულტურული ფორმებიც. ემპირიული მედიცინა არ ანსხვავებს ცაცხვის სახეობებს. ადგილობრივი ტრადიციები ყველა სახეობას იყენებს და აიგივებს ოფიცინალურ სახეობებთან.
ოფიცინალური სახეობებია: წვრილფოთოლა (გულისებრი) ცაცხვი – Tilia cordata Mill. (Syn. T. parvifolia Ehrh.) და მსხვილფოთოლა ცაცხვი – T.platyphyllos Scop. (Syn. T. grandifolia EhrH)

ჩვენ ქვემოთ, ამ სახეობებთან ერთად ვიხილავთ კავკასიური ცაცხვს Tilia Caucasica rupr. იგი არაა ოფიცინალური სახეობა. პლანტაციის ან ცალკეული მცენარეების გაშენებისას, მარკეტინგულად მომგებიანია ოფიცინალური სახეობები გავაშენოთ.ცაცხვი ერთ – ერთი ყველაზე მომგებიანი მცენარეა, უაღრესად ფართე მარკეტინგული არეალით. ცაცხვის პლანტაციების გაშენება, საინვესტიციო თვალსაზრისით, გვიანი უკუგების გამო ნაკლებრეალურია, მაგრამ კომპლექსური ფარმაკობოტანიკურ მეურნეობაში მიზანშეწონილია ცაცხვის გარკვეული რაოდენობის გაშენება საქართველოში, დეკორატიული თუ სამეცნიერო მიზნით, პრაქტიკულად ყველა სახეობის ცაცხვია შემოტანილი.ნაწილი მათგანი ჰიბრიდია, სამედიცინო თვალსაზრისით შეუსწავლელი. ამიტომ ცაცხვის ნედლეულის დამზადებისას, უცნობ სახეობებსა და ჯიშებს ჯობს მოვერიდოთ.

ზოგადი აღწერა

ცაცხვი საკმაოდ მაღალი 25-30 მეტრის სიმაღლის ხეა, სწორმდგომი ტანით, გაშლილი ვარჯითად და სურნელოვანი ყვავილებით.

წვრილფოთოლა (გულისებრი) ცაცხვი – Tilia cordata Mill. (Syn. T. parvifolia Ehrh.) 25-მდე სიმაღლის ხეა .ნორჩი ტოტები შიშველი აქვს, მომწვანო ფერის. ფოთლები სიგრძით 7 სანტიმეტრამდეა, ფორმით მომრგვალო ან კვერცხისებრი. ფოთლის ზედა მხარე შიშველია, მწვანე. ქვედა მხარე მქრქალია, ფოთლები დაკბილულია, ძარღვების კიდეებში ბეწვების კონა აქვს. ფოთოლი 3-4 სანტიმეტრის სიგრძის ყუნწზე ზის.

ნახევრად ქოლგებად შეკრებილი ყვავილები ფოთლების უბეებშია ყვავილედის საერთო ყუნწზე მიმაგრებული. ყვავილობს ივნის-ივლისში.

ნაყოფი ერთბუდიანი ზომის, ელექსური ფორმის კაკალია, ტყავისებრი კანით. მოწითალო ფერის, ბუსუსებით. ნაყოფს იღებს ივლის-აგვისტოში.

მსხვილფოთოლა ცაცხვი – T.platyphyllos Scop. (Syn. T. grandifolia EhrH) წვრილფოთოლასაგან განსხვავდება რამდენიმე ნიშნით :

  1. ფოთლის ქვედა მხარე მთლიანადაა დაფარული თეთრი ბეწვების კონით;
  2. ყვავილედი შედგება 2-5 – ყვავილისაგან;
  3. ნაყოფები უფრო დიდია, ოდნავ განსხვავდება ფორმითაც;
  4. ნაყოფის კანი ტყავისებური კი არა, მაგარია და დაფარულია ბეწვებით.
  5. ყვავილობს 2 კვირით ადრე.

კავკასიური ცაცხვი Tilia Caucasica rupr. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. დატოტვილი ვარჯი და გრძივად დაღარული კანი აქვს. ახალგაზრდა ტოტები მუქი წითელია, ზედ წვრილი მეჭეჭები აზის. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული.

კავკასიური ცაცხვი  300-400 წელიწადს და მეტს ცოცხლობს. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელება

წვრილფოთოლა ცაცხვი იზრდება მთის ტყეებში. ამჯობინებს, მშრალ განათებულ ადგილებს. ადის ზღვის დონიდან 1200-2000 მ სიმაღლემდე. გვხვდება, როგორც წმინდა კორომების სახით, ასევე ტყის მასივის შემადგენლობაში. გავრცელებულია სამაჩაბლოში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში.

მსხვილფოთოლა ცაცხვი და მისი სახესხვაობები ველურად გვხვდება კარპატებში, დასავლეთ ევროპაში, უკრაინაში, ბელორუსიაში და მოლდავეთში. კავკასიური ცაცხვი გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში. გვხვდება მუხასთან შერეული ან ცალკე კორომებად .ცაცხვს ფართოს იყენებენ პარკების გასამწვანებლად. იგი პერსპექტიული გზათა პირების გასამწვანებლადაც (გზათა პირების გამწვანება თანდათან სულ უფრო აქტუალური გახდება საქართველოში).

ნედლეული

ოფიცინალური ნედლეულია ცაცხვის ყვავილები – Flores TiLiae.

ემპირიული მედიცინა იყენებს ცაცხვის ფოთლებსაც, ქერქსაც,, ნაყოფებსა და თესლებსაც. დადსტურებულია მათში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობაც, რომლებიც გამოყენებას ჰპოვებს ხალხურ მედიცინასა და სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში.

კრეფენ ყვავილედს თანაყვავილედით.საუკეთესო ნედლეულია უკვე გაშლილი ყვავილები, მაგრამ მთლიანად გაშვილი ყვავილების შეგროვება თუ არ ხერხდება, შეიძლება შეერიოს 30 პროცენტი ბუტონიზაციის ფაზაში მყოფი ყვავილები აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილიაციის პირობებში. მზეზე გაშრობა არ შეიძლება შრობის სასურველი ტემპერატურაა 40-50°C. არ უნდა გამოაშრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება.

ფარმაკოპეის მოთხოვნით მშრალი ნედლეული უნდა შედგებოდეს გაშლილი ყვავილებისაგან” მცირე რაოდენობით შეიძლება შერეული ქონდეს ყვავილის კოკრები და ერთეული უმწიფარი ნაყოფი. ვიზუალური მოთხოვნები ასეთია: გვირგვინის ფურცლები მოყვითალო უნდა იყოს” ჯამის ფოთლები- მომწვანო ან მოყვითალო-ნაცრისფერი, თანაყვავილის ფოთლები – ღია მოყვითალო, ან მოყვითალო მწვანე. უნდა ქონდეს სუნი არომატული სუნი, მოტკბო, ოდნავ ძელგი- გემო, შენარჩუნებული უნდა ქონდეს ლორწოვანობა.

ცაცხვის ყვავილობა დიდხანს არ გრძელდება (10-15 დღე), ამიტომ ნედლეულის შესაგროვებლად დამხმარე ძალისა და კიბეების ორგანიზებაა საჭირო. ძირს ჩამოყრილი ყვავილების შეგროვება მიზანშეწონილი არ არის.

მშრალი ნედლეულის შენახვის ვადა ორი წელია.

ქიმიური შედგენილობა

 „ცაცხვის ყვავილი შეიცავს: პოლისაქარიდებს (10%25), მონო- და დი-საქარიდებს; ეთეროვან ზეთს 0.5%25, მასში ძირითადია ფარნეზოლი; ფლავონოიდებს: ტილიროზიდს, აფცელინს, აკაცეტინს, კემპფეროლს, ჰესპერიდინს, ქვერცეტინს, კემპფერიტრინს; ტრიტერპენოიდებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ვიტამინ C; პროანთოციანიდინებს “

გამოყენება მედიცინაში

ცაცხვი ოფიცინალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაცემი და მონახარში გამოიყენება ოფლდამდენად-გაციებისას, ბაქტერიოციდული მიზნით – პირში გამოსავლებად.

შედის მრავალ მცენარეულ ნაკრებში. ჰომეოპათია ცაცხვის ყვავილების ნაყენს იყენებს მეტეორიზმის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისას. იყენებენ  ხმარობენ დასამშვიდელად, სიცხის დამწევად, კატარის, პნევმონიის, ბრონქიტის დროს.

შედის სასმელი „მცენარეული“ ჩაების შემადგენლობაში.

გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)

დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები ნედლეული ემპირიული რეცეპტი
სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები    
ჰიპერტონული დაავადება ცაცხვის ყვავილი ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა
რევმატიული დაავადებები, სახსრების დაავადებები    
რევმატიზმი ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები
პოდაგრა (ნიკრისის ქარი) ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები
სუნთქვის ორგანოების დაავადებები    
მწვავე რესპირატორული დაავადებები ცაცხვის ყვავილი 1. ერთ სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს და 20 წუთის შემდეგ სვამენ 100 – 100 გრამს, გაცივების დროს ოფლის მოსადენად;

2. გაცივების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ როგორც ჩაის, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად; ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს.

მწვავე ბრონქიტი ცაცხვის ყვავილი ერთ სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს და 20 წუთის შემდეგ სვამენ 100 – 100 გრამს, გაცივების დროს ოფლის მოსადენად
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები    
ღვიძლის დაავადებები ცაცხვის ყვავილი ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა
მეტეორიზმი ცაცხვის ყვავილი ცაცხვის ყვავილების ნაყენი
ფაღარათი ცაცხვის ყვავილი ცაცხვის ყვავილების ნაყენი
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები    
თირკმლების დაავადებები ცაცხვის ყვავილი ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა
სისხლის სისტემის დაავადებები    
მეანობა    
მასიტიტი ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები
ნერვული დაავადებები    
ნევროზი, ნერვული აღგზნება, კრუნჩხვები, უძილობა ცაცხვის ყვავილი ცაცხვის 10%25-იან ნაყენს ურევენ თაფლს – ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამაწყნარებლად
კანისა და ვენერიული დაავადებები    
ჩირქოვანი მუწუკები ცაცხვის ფოთლები და კვირტები ცაცხვის ფოთლებს და კვირტებს ნაყავენ და იდებენ მუწუკებზე
ქირურგიული დაავადებები    
დამწვრობა,  წყლულები, ბუასილი ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები
ყელ-ყურ – ცხვირის დაავადებები    
ანგინა ცაცხვის ყვავილი ნახარში ყელში გამოსავლებად
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები    
ნადები კბილებზე ცაცხვის ყვავილი ცაცხვის დაფქვილ ყვავილებს იყენებენ კბილების სახეხად
გინგივიტი, პაროდონტოზი ცაცხვის ყვავილი ცაცხვის გამონაცემი და მონახარში პირის ღრუში გამოსავლებად
პლანტაციის დაგეგმვა და გაშენება

ცაცხვს ნერგებით ამრავლებენ. გამრავლების და პლანტაციის გაშენების წესები სხვა დიდვარჯიან მცენარებეისაგან არ განსხვავდება.

ცაცხვის პლანტაციის გაშენების შემთხვევაში, სასურველია გაშენდეს სხვადასხვა ჯიშები. საქმე იმაშიუა, რომ სხვადასხვა ჯიშები სხვადასხვა დროს ყვავილობს და ჯიშთა შერევით შეიძლება მეფუტკრეობის საკვები ბაზის კონვეიერის მოწყობა.

როგორც ავღნიშნეთ, ცაცხვის მარკეტინგული არეალი ფართეა:

1. ძირითად შემოსავალს ცაცხვი თაფლის სახით იძლევა. 1 ჰექტარზე დაახლოებით 1500 კილოგრამს. ცაცხვის თაფლი უმაღლესი ხარისხისაა.

2. ცაცხვის მერქანი.

ცაცხვს ძვირფასი მერქანი აქვს, მაგრამ კომპლექსური მეურნეობის დაგეგმვისას შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, რომ მისი ლაფანისაგან მზადდება ჭილები და სხვადასხვა წნული ნაკეთობები. ამზადებენ თოკებსაც.

ლალი დათეშიძე,

არჩილ შენგელია