ბლოგიმეფრინველეობაფერმერი ფერმერს

წიწილის კვება და დარწყულება, საყუათო ნივთიერებების ნორმები, კვების ნორმატივები, ვაქცინაციის სტანდარტული პროგრამა

 

წიწილას გამოზრდისთვის საკვები ნორმის სწორად შერჩევას და მოვლის კარგი პირბების შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირობების ვარიასთვის კვების კუთრი ფრონტი ფრთაზე 2,5 სანტიმეტრია, ხოლო ყვინჩილასთვის ს_ ­3,0 სმ.

ვარიების დარწყულებისთვის 1 -დან 10 კვირამდე და 10-­დან 17 კვირამდე, ერთ ნიპელზე მოდის შესაბამისად 11 და 7 ფრთა, ყვინჩილები 10 და 6 ფრთა, რაც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას წყალზე.

სხვა ტიპის ­ ღარისებრი საკვებურის და სარწყულებლის გამოყენების დროს საკვებურის კუთრი ფრონტი 1-­დან 7 ­კვირამდე და 8­-დან 17 კვირის ასაკამდე შეადგენს შესაბამისად 5 და 10 სმ/ ფრთაზე, სარწყურებლის კუთრი ფრონტი არანაკლები 2 სმ/ფრთაზე.

სარემონტო მოზარდეულის კვება სასურველია დაიწყოს ნულოვანი ულუფით,რომელიც შეიცავს ადვილადხსნად და ადვილმონელებად ნივთიერებებს. ულუფის სანიმუშო შემადგენლობა (%): სიმინდი­-50, ხორბალი­-14, ქერი (შვრია)­-10, სოიის შროტი­-14, მშრალი შრატი­-12

კომპონენტები წიწილას ეძლევა წვრილი ღერღილის სახით, რომლის ზომა 0,1­-1,0 მმ არ უნდა აღემატებოდეს. სიცოცხლის პირველ კვირას საკვებურში საკვები მუდმივად უნდა იყოს. ნულოვანი ულუფის შემდეგ იყენებენ ზრდის ულუფებს 1-­7 და ­8-14 ასაკებისთვის. 15 კვირიდან და ზევით ასაკში 2­-5 % კვერცხდებისას გამოიყენება სხვა ულუფა. ულუფების შედგენისას დაცული უნდა იქნეს მიმოცვლითი ენერგიისა და საყუათო ნივთიერებების ნორმები.

მიმოცვლის ენერგიისა და საყუათო ნივთიერებების ნორმები

გამოჩეკიდან პირველ 24 სთ-­ში წიწილებს 5­8- %­იანი გლუკოზას ან 1ლ. წყალში გარეულ 1გრ. ვიტამინ C- ­ს ალევინებენ. საერთოდ მიღებულია საკვების მიცემამდე 2-­3 სთით ადრე წყლის დალევინება. ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან ემბრიონალურ პერიოდში დაგროვილი შარდმჟავას გამოდევნას.

წყლის ტემპერატურა პირველ სამ დღეს უნდა იყოს 31-­330C, 4­7 დღის ასაკში ­28­-30 და შემდეგ 18­-200C.ცხელ პერიოდში (30­-350C ) წყლის მოხმარება შეიძლება გაიზარდოს 20-­25 %­ით.

მოზარდეულის საორენტაციო კვების ნორმატივები

მოზარდეულის სწორი კვების კონტროლი ხდება ცოცხალი მასის მიხედვით,რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს შესაბამის ასაკში. ამისათვის აუცილებელია რეგულარულად (კვირაში ერთხელ) აიწონოს ფრინველის სულადობის 1 % (მინიმუმ 50 ფრთა თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან). აწონვა ხდება ჭამამდე, მისაღებია ერთგვაროვნების 80 %. თუ ფრინველის ცოცხალი მასა განსხვავდება სტანდარტისაგან, მას უცვლიან კვების ულუფას.

დებიკირება. წიწილებს კანიბალიზმის და საკვების გაფანტვის თავიდან აცილების მიზნით 6­-10 დღის ან 7­-10 კვირის ასაკში ხელსაწყო დებიკერის გამოყენებით ახდენენ ნისკარტის ნაწილობრივ მოჭრას. დებიკირებამდე, სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, ფრინველს 2 და დებიკირების შემდეგ 3 დღის განმავლობაშიეძლევა წყალში გახსნილივიტამინიK (4 გ/ლ) და C (20 მგ /ლ). დებიკირებამდე, ფრინველს 6 სთ­ის განმავლობაში არ უნდა მიეცეს საკვები

ფერმაში თუ წიწილები მასობრვად კორტნია ერთმანეთს ადგილი, მაშინ 1­12 დღის წიწილებს აჭრიან ½ ზედა და 1/3 ქვედა ნისკარტის ნაწილს. თუ დაკორტნა მასიური არ არის, მაშინ ეჭრება 1/3 ზედა და ქვედა ნისკარტის ნაწილი. 5 კვირის ზევით ასაკის მოზარდეულს ჯერ ეჭრება ზედა ნისკარტის 2/3, შემდეგ ქვედას 1/3 (იხილეთ დებიკირების სქემა). არ შეიძლება არც ერთი წიწილას დებიკირების გარეშე დატოვება, რადგან ის შეიძლება გახდეს ნამდვილი მკვლელი.

დებიკირების შემდეგ საფრინველეში განათება აყავთ ნორმის მაქსიმუამდე,2­3 დღის განმავლობაში ტემპერატურას ნორმის ზევით ზრდიან 2­3°C­ით და წიწილას აძლევენ ფხვიერ ყუათიან საკვებს.

ვეტერინარული ღონისძიებები. საქართვე ლოში მიღებულია წიწილების ვაქცინაციის სტანდარტული პროგრამა, რომლის ეფექტი დამოკიდებულია რეგიონისა და ფერმერული მეურნეობის ეპიზოტიურ მდგომარეობაზე, სადაც გამოიზრდება მოზარდეული

ვაქცინაციის სტანდარტული პროგრამა

მეფრინველეობის ფერმერულ მეურნეობებში პათოგენური მიკრო ორგანიზმების საწინაამღდეგო საიმედო სპეციფიკური პროფილაქტიკური მეთოდები არ არსებობს, მაგრამ მიკრობებისა და ვირუსების დონის შემცირება მიიღწევა ცნობილი ხერხით:

  ინფექციური დაავადებებიდან დაცვის საუკეთესო ხერხია ფრინველის ახალი პარტიის მიღებამდე, საფრინველის სრულად განთავისუფლება წინა პარტიის ფრინველისაგან. საფრინველის საიმედო დეზინფიცირება და მოზარდეულის იზოლირებულად გამოზრდა ზრდა დასრულებული ფრინველისაგან.

  გრანულირებული საკვების უპირატესი გამოყენება, რადგან ის შეიცავს ნაკლები რაოდენობის პათოგენებს, განსაკუთრებით ნაწლავის ჩხირებს და სალმონელებს.

  მღრნელების წინაამღდეგ ეფექტური ბრძოლა, რადგან მათი ფეკალი წარმოადგენს პათოგენური მიკრო ორგანიზმების წყაროს.

  ფრინველის დარწყულება უნდა მოხდეს მხოლოდ სუფთა წყლით. ქლორირება და დარწყულების დახურული სისტემის გამოყენება ამცირებს წყალში მიკროორგანიზმების რაოდენობას.

  წიწილებზე ინფექციის გადაცემა მნიშვნელოვნად მცირდება ინკუბაციის საამქროში ჰიგიენის დაცვით, საფრინველეში საინკუბაციო კვერცხის ხშირი აკრეფით, საბუდრის და კვერცხის ამკრეფი ლენტის სისუფთავით, კვერცხის დახარისხებითა და დეზინფექციით დადებიდან 2 სთ­ის განმავლობაში.

თენგიზ ფირცხალაიშვილი