წლევანდელ სეზონზე ატამზე და ვაშლატამაზე სარეკორდო ფასი ფიქსირდება

კახეთში, სადაც საქართველოში ყველაზე მეტი ატამი და ვაშლატამა მოჰყავთ, ეს ხილი წინა წლებთან შედარებით სარეკორდო ფასად იყიდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთის რეგიონში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს ამ ხილის ფასებისა და საექსპორტო მაჩვენებლების შესახებ და ინფორმაციას აქვეყნებს.

8 2018 წლის 8 აგვისტოს მონაცემებით ვაშლატამაზე, რაზედაც შედარებით მეტი მოთხოვნაა, ფასი 1.5 ლარის (0,61$), ხოლო ატამზე 1-1,2 ლარი (0,42-49$) ფიქსირდება. ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოა გასულ წლებთან შედარებით, რადგან ფასი 35-40 თეთრს (0,16-0,17$) არ აჭარბებდა.

წლეულს, როგორც ირკვევა, ვაშლატამაზე მოთხოვნა, ატამთან შედარებით გაზრდილია, რაც ფასზეც აისახება და იგი 2-2,5 ლარის (0,82-0,85$) ფარგლებში მერყეობს.

ატმის და ვაშლატამას მოსავლის ძირითადი წილი გურჯაანის რეგიონზე მოდის, თუმცა ატამი  მოჰყავთ თელავშიც, ყვარელსა და საგარეჯოს რაიონებში.

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო ქართლშიც, ფასები იქაც სტაბილურია თუმცა მოსვლის რაოდენობა გურჯაანთან შედარებით, სადაც უკვე მოკრეფილია 27 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამა, შედარებით მცირეა.

კახეთში მოსვლის აღება შუა აგვისტომდე გაგრძელდება და სავარაუდოდ მოსავალი 30 000 ტონას გადააჭარბებს.

ატმისა და ვაშლატამას დიდი წილი ექსპორტზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გადის, ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლ მცირე ნაწილი, გადამმუშავებელ მრეწველობას, რომელიც ახლა იდგამს ფეხს, მიეწოდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *