წლევანდელი რთველიც წარმატებული იქნება

 გვარწმუნებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დედოფოლისწყაროს სოფელ ​ სამთაწყაროელი მევენახის, ნიკოლოზ სარდალაშვილის ვენახში რთველს დაესწრო.

ნიკოლოზ სარდლიშვილს 2 ჰექტარზე რამდენიმე ჯიშის ყურძენი მოჰყავს და როგორც თავად აცხადებს, ბოლო წლებში მას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. წლეულსაც თავად შეუთანხმდა ყურძნის ჩამბარებელს იმ ფასზე, რაც მისთვის მისაღები იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დივერსიფიცირებული ბაზრები, გაზრდილი ღვინის ექსპორტი და საწარმოების რაოდენობა, იმის საფუძველს იძლევა, რომ რთველი წარმატებულად და ორგანიზებულად ჩატარდება .

„კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე დაიწყო. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი-2018 ჩატარდება ორგანიზებულად და, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი არასუბსიდირებული რთველი, წარმატებულად ჩაივლის. მეწარმეები და მევენახეები თავად შეთანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და სიმწიფიდან გამომდინარე“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში დარეგისტრირებულია 80 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 23 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია რთველის პროცესში. გადამუშავებულია 5 ათასამდე ტონა ყურძენი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *