დარგებიმეფრინველეობა

ტულუზური ბატი

ჯიში გამოყვანილია საფრანგეთში, ტულუზაში, თბილი კლიმატისთვის.

ტულუზური ბატი მსოფლიოში ყველაზე დიდ ბატად ითვლება. ორი თვის ასაკში 3,5-4 კილოგრამს აღწევს. ამასთან ყველაზე ცხიმიანი ბატია მსოფლიოში, მისგან 1 კილოგრამამდე წონის ცხიმიან ღვიძლს იღებენ.  

ბატი კარგი მჭამელია, მაგრამ ცუდად ეგუება საძოვრული მოვლას, რადგან ცოტას მოძრაობს და სხვა ბატებისგან განსხვავებით ცუდად ინელებენს უხეშ მცენარეულ საკვებს

ერთწლიანი ბატები დებენ 25 კვერცხს, მეორე და მომდევნო წლებში _ 35-დან 50-მდე.

აქვთ მუქი ნაცრისფერი ბუმბული, ზოგიერთ პოპულაციას მუცელზე აქვთ ცხიმოვანი ნაკეცები.

ზრდასრული ტულუზური მამალი ბატის ცოცხალი წონა 7,5-დან 10 კილოგრამამდე მერყეობას, დედლის _ 6-დან 8 კილოგრამამდე.

ტულუზური ბატები არ ავლენენ კვერცხების გამოჩეკვის ინსტიქტს. საშუალოდ წელიწადში დებს 30-40 კვერცხს. კვერცხის წონა 170-დან 200 გრამამდე მერყეობს. კვერცხებიდან გამოჩეკვის მაჩვენებელი 60%-ია.

ტულუზური ბატი ხასიათდება სწრაფი ზრდის ტემპით. ცხრა კვირის ასაკში 4 კილოგრამ ცოცხალ წონას აღწევს.

საკმაოდ ნაზი ფრინველია, ცივი კლიმატის პირობებში მისი პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა.

მეფრინველე ფერმერების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბატების საუკეთესო ჯიშებს, რომელთაგან მაქსიმალური სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ, ტულუზური და ხოლმოგურული ჯიშის ბატებია.