უკანაფშავში რძის გადამმუშავებელი საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის  მიმდინარეობას გაეცნო და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა),  უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული  პროდუქტის – დამბალხაჭოს  სამრეწველო  წარმოება.

საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა  პროგრამაში  მონაწილე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  “ფხოვი 2017“ , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს.

რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა,  25 %  გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით   678 ჰა  სათიბ-საძოვარი  გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის  90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო  60 ცხენის ძალიანი ტრაქტორი  გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამის განხორციელებში ჩართულია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *