უხვმოსავლიანი ქართული სიმინდის თესლი ,,ლომთაგორა” 

ქართული სიმინდის თესლი ლომთაგორა“  (ყვითელი მარცვალი) _  ენერგეტიკული კულტურა, შეიცავს პროვიტამინ  A -ს, რომელიც აუცილებელია მოზარდი ცხოველისა და ფრინველის ზრდაგანვითარებისთვის, კვერცხდებისათვის და ა.შ. ასევე : ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ფრუქტოზას, გლუკოზას, სახამებელს, ნაცრის ელემენტს, უჯრედანას.
სიმინდით  კვებისას  ცხოველის და ფრინველის ცილების მოცულობა  იზრდება    9-10%-ით;   სახალმებლის  _ 65-72%, ცხიმების _ 4%-ით, მატულობს  ნახშირწყლების დონე:
  • „ლომთაგორა“ მარტივი ჰიბრიდი _ სამარცვლე, სიმაღლე 240-250სმ.  ერექტოიდული ფოთლების განლაგებით, მარცვალი  ყვითელი,  ნახევრადკბილა;
  • თესვის სიხშირე 75000 ძირი ჰაზე;
  • სავეგეტაციო პერიოდი 120-124 დღე;
  • მაღალპროდუქტიული, ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 10-12 ტონა მარცვალს ჰაზე;
  • დამუშავებულია ფუნგიციდით, მიკროელემენტებისა და ამინომჟავების კომპლექსით;
  • გამოირჩევა ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებით;
  • გავლილი აქვს სახელმწიფო სერთიფიკაცია;

 რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისა და დასავლეთ საქართველოს რაიონებისთვის, ზღვის  დონიდან 700-750 მეტრამდე;

  • ერთი ჰექტრის მასალა 75000 მარცვალი დაფასოებულია საფირმო ტომრებში, ეტიკეტით და სერტიფიკატით.
 სუბტროპიკული ზონისთვის გვთავაზბთ შპს „ასჯ ლომთაგორას“ მიერ აპრობირებულ და დამუშავებულ სათესლე მასალას, ჯიშს _ „აბაშის ყვითელს“ (სასურსათე, საფურაჟე, სასილოსე50-70ტ.):
  • სავეგეტაციო პერიოდი 132-135 დღე;
  • პოტენციური მოსავლიანობა 3-5 . მარცვალი ჰაზე;
  • ჰექტარზე ითესება 65 000 მარცვალი;
  • ნახევარი ჰექტრის სათესლე მასალა (32500 მარცვალი) დაფასოებული საფირმო ტომრებში.   
  • სათესლე მასალის მიწოდება შეთანხმებით.                            

 ♦ დაგვიკავშირდით: tel: 596 585 585

www. lomtagora,com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *