USAID-ის 5 წლიანი პროექტი (REAP) ოფიციალურად დაიხურა

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი წარმოადგენდა ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი  19.5 აშშ დოლარს მილიონს შეადგენდა.

პროგრამის მიზანი იყო სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნააგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფ.  კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების,  სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხს გაზრდა.

 

 პროგრამა უზრუნველყოფდა  გრანტის მიმღებ  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს უწყობდა სოფლად დასაქმების მაჩვენებლის ზრდას. 

ხუთი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი ეტაპობრივად, წარმატებით გნხორციელდა და ბევრმა მცირე თუ დიდი კომპანამ შეძლო საკუთარი ბიზნესი განვითარება. 

8 ივნისს თბილისში USAID-ის 5 წლიანი პროექტის (REAP) ოფიციალური დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრამა ლევან დავითაშვილმა თანამშრომლობის 5 წლიანი პერიოდი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ქართველმა ფერმერებმა შეძლეს თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის მიღება.

„ეს იყო წარმატებული მუშაობის 5 წელიწადი და აღსანიშნავია, რომ ეს არის საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ღირებული მაგალითი. აღნიშნული პროექტის დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა გაზარდეს საკუთარი პროდუქციის ხარისხი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

REAP -ის პროექტი ორი კომპონენტისგან – საგრანტო და ტექნიკური დახმარებისგან შედგებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით REAP -ის 6 მლნ დოლარიანი გრანტი 70 ქართულ აგრო-წარმოებას მოხმარდა. ამ პროექტით ქართველ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID საქართველოს მოქმედი მისიის დირექტორი ტომას მორისი, USAID-ის  ეკონომიკური ოფისის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ქართული აგრო-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *