უსუბსიდიოდ ჩატარებული რთველის შედეგები – ბაზარმა ფასი დაარეგულირა

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სახელმწიფო დახმარების გარეშე ეს პირველი რთველია. შარშან სუბსიდირება ნაწილობრივ იყო შენარჩულებული კახეთში საბრენდე ჯიშის და რაჭაში სახვანჭკარე ყურძენზე, წელს კი ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.

 ღვინის მწარმოებელი კომპანია „ღვარძელაშვილის მარანის“ დამფუძნებელი   გიორგიღვარძელაშვილი აცხადებს, რომ სუბსიდიის გარეშე რთველმა წელს ყოველგვარი ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ფერმერი განმარატვს, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებიდან აქამდე რომ გასულიყო, დღეს ღვინის სექტორი ბევრად განვითარებული იქნებოდა.

„დამოკიდებულები ვიყავით სახელმწიფო ლუკმას როდის და როგორ  გადმოგიგდებდა. მე პირადად,  წინააღმდეგი ვიყავი სუბსიდიის, მიმაჩნდა, რომ ბაზარი ფასსაც და ხარისხსაც დაარეგულირებდა. ასეც მოხდა.  ჩემს გარშემო ვინც ყურძენი გაყიდა, ან ჩააბარა, ყველა კმაყოფილია. ბაზარმა დაარეგულირა ფასი,“_ აცხადებს ღვარძელაშვილი.

შპს „ბერიკას“ ხელმძღვანელი ლაშა რევაზიშვილი აცხადებს, რომ წლევანდელმა რთველმა აჩვენა, რომ ღვინის სექტორს შესწევს უნარი რთველი სახელმწიფოს გარეშე ჩაატაროს,  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ უხარვეზოდ!

ღვინის კომპანია „თელავის მარანის“  ერთერთი დამფუძნებელი ზურა რამაზაშვილი  აცხადებს, რომ სუბსიდირების გარეშე რთველი იმაზე უკეთესად ატარდა ვიდრე  ინდუსტრია მოელოდა.

„თავიდანვე ასე  უნდა ყოფილო, რომ  პროცესი სახელმწიფოს გარეშე უნდა წარმართულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა სახლემწიფოს მხრიდან ბიზნესში ჩარევა. ამ მოცემულბით როგორც ირკვევა, რთველი წარმატებით ჩატარდა“  _ აცხადებს რამაზაშვილი.

  ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *