დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის გასხვლა-ფორმირება _ თავიანი ფორმა,  ჯამისებრი ფორმა,  მარაოსებრი ფორმა, შპალერული ფორმა, კორდონის ფორმა

  ვაზი ლიანისმაგვარი მცენარეა. ბუნებრივ პირობებში ველურად იზრდება, ახასიათებსნ აქტიური დატოტვა უმეტესად ვარჯის ზედა ნაწილში, პატარა მტევნები, წვრილი და ნაკლებრბილობიანი მარცვალი ბევრი წიპწა (თესლი), ნაკლები შაქრიანობა და მეტი მჟავიანობა, შესაბამისად და მისი ნაყოფიც დაბალი ხარისხისაა.
   ვაზის ფორმების კლასიფიკაცია

– გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს:

  1. ბუჩქისმაგვარი ფორმები;
  2. ფორმები, რომლებიც ხასიათდებიან ვაზის ყველა ნაწილის ერთ სიბრტყეში განაწილებით;
  3. ტალავერისმაგვარი ფორმები. ვაზის ძირითადი ფორმები, რომლებიც გამოყენებულია მევენახეობის სხვადასხვა რაიონში:
თავიანი ფორმა

_ ეს ფორმა მასობრივად გამოყენებულია ფილოქსერაგამძლე ვაზის სადედეში, მოსავლიან ვენახებში კი მის გამოყენებას დაკარგული აქვს რაციონალური სხვლისა და გაფორმების ყოველგვარი საფუძველი.

 ჯამისებრი ფორმა

_  ამ ფორმას აქვს მრავალი სახეცვლილება და მათი ერთმანეთისაგან განსხვავება გამოწვეულია შტამბის სიმაღლით, მრავალწლიანი ნაწილების რაოდენობითა და სიგრძით. მაგრამ მათი საერთო პირობაა მრავალწლიანი ნაწილების თანაბრად განწყობა შტამბის გარშემო.

 მარაოსებრი ფორმა

– ამ ფორმას მრავალწლიანი მხრები განწყობილი აქვს მარაოსებრად, ერთ სიბრტყეში.

 ვაზის შპალერული ფორმები

– ამ ფორმის ძირითადი წარმომადგენელია მავთულზე დაყენებული ქართული ფორმა.

 _ კორდონის ფორმა

ამ ფორმებს ახასიათებთ მთავარი ღერო. გამოყვანის მიხედვით არჩევენ ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და დახრილ კორდონებს.

სხვლის საუკეთესო ვადად მიჩნეული უნდა იქნეს პერიოდი, დაწყებული ფოთოლცვენიდან 15-20 დღის შემდეგ და დამთავრებული წვენის მოძრაობის დაწყებამდე. ეს პერიოდი ზომიერი ჰავის პირობებში შეიცავს 3-3,5 თვეს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით. დასახელებული ვადის ფარგლებში ადგილობრივი პირობებისა და მეურნეობების ორგანიზაციული მხარის მიხედვით გასხვლის ვადა შეიძლება დაზუსტდეს მიკროპერიოდებად.

„აგრონომიის საფუძვლები“