ვაზის კულტურის  კვების თავისებურებანი

ტროპიკულ ქვეყნებში ვაზი მარადმწვანე მცენარეს წარმოადგენს და სუბტროპიკული და კონტინენტური ჰავის პირობებში ახასიათებს ფოთოლცვენა. ის მრავალწლიანი მცენარეა, ერთსა და იმავე ადგილზე გაშენებულია 30-40 წლის განმავლობაში, რის გამოც ძლიერ აღარიბებს ნიადაგს საკვები ელემენტებით. ამასთან ერთად მისი ცალკეული ჯიშები არაერთნაირ მოთხოვნიოლებას იჩენენ როგორც კვების, ისე გარემო პირობების მიმართ. აქედან გამომდინარე ყურძნის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად  და ვაზის განოყიერების სისტემის სწორად წარმართვისათვის, საჭიროა კარგად ვიცოდეთ მისი ბიოლოგიური თავისებურებები. მორფოლოგიური და ანატომიური აღნაგობა.

ვაზის ვეგეტაცია წლის პერიოდში იყოფა. აქტიურ და პასიურ ხანად. ვაზის პასიური ხანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია, როგორც კლიმატურ პირობებზე ისე ბიოლოგიურ თავისებურებებზე. მოსვენების პერიოდში მიმდინარეობს სუნთქვის და აორთქლების პროცესები, საკვები ელემენტების გადანაცვლება ერთწლიანი ნაზარდებიდან მრავალწლიანში, აქედან ფესვებში.

ვაზის განვითარების აქტიური ხანა იყოფა შემდეგ ბიოლოგიურ ფაზებად:

ა) ტირილი,

ბ) კვირტის გაფურჩქვნა და ყლორტის განვითარება,

გ) ყვავილობა,

დ) მარცვლის გამონასკვა,

ე) ყურძნის სრული სიმწიფე

 ვ) ფოთოლცვენა.  

პირველ ბიოლოგიურ ფაზა იწყება წვენთა მოძრაობის დაწყებიდან და გრძელდება 10 -15 დღე. ამ პერიოდში იწყება ბუსუსა ფესვების მიერ ახალი მინერალური ნივთიერებების შეთვისება და სამარაგო ნივთიერებებთან ერთად ვაზის ზედა ორგანოებში გადანაცვლება. 

მეორე ბიოლოგიური ფაზაში დღიური ნაზარდი 5-10 სმ აღწევს და 45-55 დღე გრძელდება.  ამ პერიოდში სწრაფად მატულობს საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება განსაკუთრებით აზოტზე ამოტომ ამ ფაზის დასასრულს ტარდება აზოტით გამოკვება.

მესამე ბიოლოგიურ ფაზა ყვავილობა, გრძელდება 10-15 დღე. სავეგეტაციო ორგანოებისა და ფესვთა სისტემის განვითარება მაქსიმუმს აღწევს, რის გამოც მკვეთრად იზრდება საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება ამ პერიოდში ბორისა და ფოსფორის სიმცირის შემთხვევაში, ვერ ხერხდება ყვავილის განაყოფიერება, რადგან მტვრის მარცვალი კარგავს განაყოფიერების უნარს, რის გამოც ადგილი აქვს ყვავილების მასიურ დაცვენას და თხელმტევნიანობას. ამიტომ ამ პერიოდს უნდა უსწრებდეს აზოტიანი და ბორიანი მიკროსასუქით გამოკვება.

 მეოთხე ბიოლოგიური ფაზა იწყება მარცვლის გამონასკვით და  ყურძნის თვალში შესვლით და გრძელდება 40-60 დღე, ამ პერიოდში ყლორტები ნელა იზრდება სიგრძეში, სიმსხოში ძლიერად, კვირტებში ისახება მომავალი წლის მოსავალი, ყვავილედების სახით. მარცვალი მსხვილდება მცირდება მასში ქლორიფილის და იზრდება მჟავებისა და სახამაბლის დაგროვება, ამ პერიოდში საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება წინა ფაზასთან შედარებით მცირდება.

მეხუთე ბიოლოგიური ფაზა იწყება ყურძნის თვალში შესვლით და მთავრდება სრული სიმწიფით. ის გრძელდება 20-60 დღე. მარცვალი იწყებს შერბილებას და ჯიშისათვის დამახასიათებელ შეფერილობის მიღებას. მასში გადადის ფოთოლში წარმოშობილი ნახშირწყლები, რომელთაგან სახამებელი გარდაიქმნება გლუკოზად, მცირდება მჟავიანობა.

მეექვსე ბიოლოგიური ფაზა იწყება ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფით, გრძელდება 34-45 დღე და მთავრდება ფოთოლცვენით.

რთველი იწყება მაშინ, როცა შაქრიანობა 18-20, ხოლო მჟავიანობა 8-9 %-მდე შემცირდება.

ვაზი კვების პირობების მიმართ შედარებით დაბალი მოთხოვნილებით გამოირჩევა, ამიტომ ის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოჰყავთ, სადაც მთელი რიგი კულტურების მოყვანა შეუძლებელია ან არ შეიძლება, მიუხედავად ამისა ყველაზე მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა მსუბუქ, ღრმა, სტრუქტურულ ჰუმუსით უზრუნველოფილ ნიადაგებზე, განსაკუთრებით კარბონატულ ნიადაგებზე.

დაბალი მოსავლიანობით განოირჩევა დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე გაშენებული ვენახები. ამიტომ ისინი 10-15 წელიწადში ერთხელ აუცილებლად მოითხოვენ კირით ტკილით ან დოლომიტით მოკირიანებას, დაუშვებელია ბიც  და ბიცობ ნიადაგებზე ვენეხის გაშენება მოთაბაშირების გარეშე.

ვაზის მეზოფიტ მცენარეთა ჯგუფს ეკუთვნის. მისი ფესვთა სისტემა ვითარდება ნიადაგის  ღრმა ფენებში და  გვალვიან პირობებშიც ითვისებს, ტენისა და საკვები ელემენტების საკმაო რაოდენობას და იძლევა ნორმალურ და მაღალხარისხიან მოსავალს. მაგრამ მეტად  გვალვიან ადგილებში, სადაც წლიურად  400 მმ ნაკლები ნალექი მოდის საჭიროებს 1- 2 ჯერ მორწყვას.

ვაზის მთავარი ბიოლოგიური თვისება არის- კარგად გამოხატული მრავალი მინერალური კვების ელემენტების ხელახალი რეუტილიზაცია სამარაგო ორგანოებიდან, ძველი ფოთლებიდან, ყლორტებიდან, მერქნიდან, ფესვებიდან და მათი გადაასვლა ახალგაზრდა ფოთლებში და ყლორტებში.

 ვაზის საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის სიმპტომები

აზოტს ვაზის ყველა ორგანო შეიცავს დაახლოებით 1-3% რაოდენობით. ის დიდი რაოდენობით შედის ფოთლებში  ყლორტებსა და მზარდ ნაწილებში. ამ ელემენტის სიმცირის შემთხვევაში მკვეთრად ეცემა ყურძნისა და ღვინის ხარისხი. აზოტის სიმცირე პირველ რიგში შეიმჩნევა ქვედა ფოთლებზე, რომელთაც ბევრად უფრო წვრილი აგებულების არიან ვიდრე ნორმალური ფოთლები. ამასთან ერთად ისინი იღებენ მომწვანო მოყვითალო შეფერვას, ყლორტები სუსუტად იზრდება და გააჩნიათ მოკლე მუხლთშორისები. აზოტით შიმშილის დროს მისი ფოთლების უმრავლესობა   ქლოროზით ავადდება, ალაგ-ალაგ ამავე ფოთლებს გადაჰკრავს წითელი შეფერილობა, დაძარღვაც ყვითელი შეფერვისაა. ზოგიერთი  ყლორტები წყვეტენ ზრდას.

ვაზისათვის საზიანოა აზოტით ჭარბი კვებაც, განსაკუთრებით მაშინ როცა ირღვევა  თანაფარდობა ამ ელემენტისა ფოსფორთან კალიუმთან რკინასთან და სხვა ელემენტებთან. მართალია ამ შემთხვევაში ვეგეტატიური ორგანოები მძლავრად იზრდებიან, მაგრამ ინვითარებენ განსაკუთრებით მცირე რაოდენობით მტევანს, ამასთან ერთად ყურძენი გვიან მწიფდება, გამოირჩევა დაბალი შაქრიანობით. აზოტის ჭარბი კვების პირობებში ფოთლები შეფერილია მუქ მწვანედ, ყლორტებიც მწვანე შეფერილობისაა და მძლავრად იზრდებიან, ადვილად ავადდებიან და ზიანდებიან მავნებლებისაგან. საგრძნობლად ეცემა ვაზის გვალვა და ყინვა გამძლეობა, ვინაიდან შემოდგომით ხანგრძლივდება ვეგეტაცია, ყლორტები ვერ ასწრებენ მომწიფებას და ზამთარში ადვილად იყინებიან.

ძალზე დაბალია მიღებული ყურძნისა და ღვინის ხარისხი. სასუფრე  ყურძნის მარცვალი ადვილად სკდება და ლპება. ძალზე მცირდება მისი შენახვის ხანგრძლიობა. აზოტით მოჭარბებული კვებისას ღვინო მასალაში გადადის საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილოვანი შენაერთები. ასეთი ღვინო ცუდად იფილტრება და ადვილად იმღრევა, რის გამოც მეტად დაბალია მისი სასაქონლო ღირებულება. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ასეთი ღვინო ადვილად ავადდდება- განსაკუთრებით თაგვის გემოთი.

ფოსფორის შემცველობა ვაზის ორგანოებში 1%-მდე აღწევს. ის ზრდის ვაზის ავადმყოფობათა მავნებლებთა, გვალვა და ყინვა გამძლეობას. ფოსფორის სიმცირის დროს სუსტად ვითარდება ვაზის ფესვთა სისტემა და მიწისზედა ორგანოები, ძლიერ მცირდება გენერაციული ორგანოების წარმოქმნა და ფორმირება, ყვავილობისა და მსხმოიარობის პროცესი. ვაზი ინვითარებს  მცირე ზომის მუქ მწვანედ შეფერილ ფოთლებს, რომლებიც ყლორტის ქვედა იარუსზე იღებენ ალისფერ შეფერილობას. ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება ადგილი  ჰქონდეს ფოთლის ზოგიერთი მონაკვეთის ხმობას.

ფოსფორით ნორმალური კვება ადიდებს მოსავლიანობას, აჩქარებს ნაყოფების მომწიფებას, ზრდის შაქრების  შემცველობას და აუმჯობესებს ღვინის ხარისხს. ამ ელემენტით მოჭარბებული კვება მნიშვნელოვნად ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობას, ამცირებს სავეგეტაციო მასის რაოდენობას, რაც მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

კალიუმი საერთო შემცველობა ვაზის ორგანოებში 2 %-მდეა. მისი ნაკლებობისას ვაზის ინვითარებს დიდი რაოდენობით წვრილ ფოთლებს, რომლთა  კიდეები კალიუმის დეფიციტის პირობებში მთელ გარშემოწერილობაზე იღებს ყავისფერ შეფერილობას და ხმება, რაც არის ამ ელემენტის სიმცირის სიმპტომი ,,კიდეების სიდამწვრე”. ზოგიერთი ქვედა იარუსის ფოთოლი იღებს შვინდისფერ შეფერილობას და ისინიც  ხმებიან. ვაზის ყლორტები ინვითარებს მოკლე მუხლთშორისებს და მრავალ წვრილ ნამხრევს.  ყურძნის მარცვლი უჯრედის კედლები თხელდება უჯრედანას შემცველობის შემცირების გამო, ამიტომ უხვნალექიან პერიოდში ან ჭარბი რწყვის დროს მარცვლის კანი ადვილად სკდება და ლპება. მცირდება მასში შაქრიანობა, იზრდება მჟავიაანობა, რის შედეგადაც ეცემა ღვინის ხარისხი.

კალიუმით ნორმალური კვება ხელს უწყობს ქსოვილების უკეთ დიფერენცირებას, და საკვებ ნივთიერებათა  ცვლის პროცესს. ადიდებს ვაზის გამძლეობას არახელსსაყრელი პირობების მიმართ.

კალციუმი აუმჯობესებს ღვინის ხარისხს, ზრდის ყურძენში შაქრიანობას, რის გამოც უფრო მაღალი ხარისხის ღვინო მზადდება. ის ღვინოს მატებს სიხალისეს, აუმჯობესებს ბუკეტს. ამ ელემენტით ჭარბი კვება იწვევს ვაზის დავადებას ქლოროზით.

მაგნიუმი და რკინა. ზოგიერთ ნიადაგზე ვაზი განიცდის მაგნიუმის  და რკინის ნაკლებობას, რაც ხშირ შემთხვევაში ქლოროზით დავაადების მიზეზი ხდება და საგრძნობლად ამცირებს მიღებული ყურძნის და ღვინის ხარისხს.

მიკროელემენტები

ბორის სიმცირე უარყოფით გავლენას ახდენს ვაზის ახალგაზრდა მოზარდი ორგანოების ზრდა-განვითარებაზე და მსხმოიარობაზე, ნაყოფებში შაქრების შემცვლობაზე. განსაკუთრებით იჩაგრება ფესვისა და ღეროს ზრდის წერტილები, რომლებიც ძლიერი დეფიციტის პირობებში ხმებიან და შემდგომში ხელსაყრელ პირობის დადგომისას კვლავ ანახლებენ ზრდას და 2-3 ყლორტს და ათეულობით ფესვვებს წარმოქმნიან. დავადებული მცენარეები მცირე რაოდენობით მტევნებს და ყვავილებს ინვითარებენ, რომელთა მტვრის მარცვალს არ გააჩნია განაყოფიერების უნარი, რის გამოც მტევანზე ძალზე შემცირებულია გამონასკვის პროცენტი და გაზრდილია წვრილი და განუვითარებელი მარცვლების რიცხვი.

გარდა ამისა ბორის დეფიციტის პირობებში ცხელ ამინდში ადგილი აქვს ვაზის ნეკროზით დაზიანებას რომელიც, წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს და არა სოკოვან დავადებას.

თუთიის სიმცირის დროს პირველ რიგში იჩაგრება და მუხრუჭდება ვაზის ახალგაზრდა ორგანოების ზრდა-განვითარება. მისი ფოთლები იღებენ მოთეთრო მოყვითალო მომწვანო შეფერილობას. შემდგომში შიმშილის გახანგრძლივებისას როგორც ზედა ისე შუა იარუსის ფოთლებზე ვითარდება ძარღვთშორისი ქლოროზი და დავადებული ადგილები იწყებენ ხმობას. მტევანზე ვითარდება დიდი რაოდენიბით დეფორმირებული მარცვლები.

 ბორის სიმცირით განპირობებული

განუვითარებელი მარცვლები  და წვრილმარცვლიანობ

 მანგანუმის სიმცირის შემთხვევაში ვაზის ზრდა ჩერდება, მაგრამ ზრდის წერტილები არ ზიანდება. ის აპირობებს ზედა იარუსის ფოთლების ძარღვთშორიშების ქლოროზს, რომლის დროსაც ფოთოლს გააჩნია მოყვითალო ან მოყვითალი-მოწითალო შეფერილობა.

ქლოროზით დავადებული ადგილები ზოლებად არიან განლაგებული ფოთლის ფირფიტაზე. თუ ამ ელემენტით შიმშილი დროულად არ იქნა აღკვეთილი, ადგილი აქვს ქლოროზით დავადებული ქსოვილების მთლიანად გახმობას.

მოლიბდენის სიმცირე აპირობებს მცენარეში აზოტის ცვლის დარღვევას, რის გამოც ზედა იარუსის ფოთლების ძარღვებშორისებში თავდაპირველად  შეინიშნება ღია მწვანე ან მკრთალი ყვითელი შეფერვა, რომლებიც შემდგომში მთლიანად ქლოროზული  და ალაგალაგ ამობურცული ხდებიან და ხმებიან. ფოთლის კიდეები ზემოთ არის ამოხვეული.

ვაზზე მიკროელემენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ყველაზე სწრაფმომქმედ და იაფფასიან ღონისძიებას მიკროსასუქებით ფესვგარეშე გამოკვებაა წარმოადგენს.

ა. თხელიძე ც. სამადაშვილი ხ.დობორჯგინიძე,
„ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *