ვინ ლიდერობს მოცვის მსოფლიო ბაზარზე? დარგის ძირითადი გამოწვევა

ბოლო წლებია მოცვი სულ უფრო პოპულარული ხდება.  ბაზარზე წლიდან წლამდე მოცის მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, მისი ფასები ძველებურად მაღალი რჩება.

ამის გარდა, მოცვი მსოფლიო კენკრა ხდება, რადგან მას აშენებენ ყველა კონტინენტზე, რაც საშუალებას იძლევა, კენკრა მთელი წლის განმავლობაში იყიდებოდეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, რადგან დღევანდელი ლოჯისტიკური ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ახალდაკრეფილი მოცვის  მიწოდება დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შეიძლება.

მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) მონაცემებით, მოცვის წარმოება მთელ მსოფლიოში იზრდება. ბოლო 20 წელიწადში მოცვის პლანტაციების ფართობები (1995 წ. 25 000 ჰა) 2016 წლისათვის 140 000 ჰექტრამდე გაიზარდა. ამ პერიოდში 20-ჯერ გაიზარდა მოცვის წარმოებაც და 2016 წელს 655 000 ტონას მიაღწია.

ტრენდის განვითარება გრძელდება, რაც დაკავშირებულია მოცვის გაშენებაში სულ უფრო მეტი რეგიონის ჩართვით, თუმცა აშშ  კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას ამ კენკრის წარმოების მხრივ. ბოლო რამდენიმე წელიწადია მოცვის კულტურის წარმოება სწრაფად იზრდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში (ჩილე, არგენტინა, პერუ). ბოლო წლებია ასევე იგრძნობა მოცვის წარმოების სწრაფი ზრდა ესპანეთსა და მაროკოში, ასევე აზიაში, სადაც ლიდერი ჩინეთი გახდა. 

ევროპის კონტინენტზე ლიდერი ესპანეთია, სადაც წარმოების მოცულობა 30 ათას ტონას აღწევს, მერე ადგილზე პოლონეთია 16 ათასი ტონა მოსავლით.

ქართველი მოცვის  მწარმოებლებს უღირთ ყურადღება მიაქციონ ესპანეთის გამოცდილებას. ამ ქვეყანაში გაშენებული სამხრეთული ჯიშები უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან მოსავალს, გაცილებით უკეთესს, ვიდრე მაღალმოსავლიანი ჩრდილოეთის ჯიშები.

ესპანეთის პროვინცია უელვიში, რომელიც ცოტა ხნის წინათ არ მარტო ესპანეთი, არამედ მოცვის მსოფლიოს მწარმოებელი იყო, ბოლო პერიოდში მოცვის ბევრი ახალი ჯიშის პლანტაციები გაშენდა. დღეს აქ  კენკრის პლანტაციების მთლიანი ფართობები 2500 ჰექტარს აღწევს და მოცვის წლიური წარმოებაც 20-30%-ით გაიზარდა.

ესპანეთში მოცვის მოსვლის კრეფა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში იწყება, თუმცა ახალი ჯიშების წყალობით მათ მოახერხეს მოსავლის აღების პერიოდის გახანგრძლივება, რითაც სერიოზულ კონკურენციას უწევენ უფრო ჩრდილოეთით მყოფ ქვეყნებს: პოლონეთს, უკრაინას, ბალტიის ქვეყნებს.

მოცვის ბაზარზე თავისი ამბიციების შესახებ განაცხადს აკეთებენ რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატიაც. ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა პერუ და არგენტინა მოცვის ხსენებულ მწამროებლებს მოცვის რეალიზაციის სეზონის მიწურულს მაზოლზე აბიჯებენ, როცა ბაზარზე თავიანთი პროდუქცია გამოაქვთ.   

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის წარმოება იზრდება, საწარმოო სირთულეები მაინც იჩენს თავს. მაგალითად, შარშან ხშირმა ნალექებმა ხელი შეუშალა მოსავლის აღებას, რაც აისახა როგორც ხარისხზე, ისე ფასზე. უახლოეს წლებში მოცვის მწარმოებლების წინაშე სერიოზულად დადგება მთელი სეზონის განმავლობაში ბაზრისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდების ამოცანა, რისი გადაჭრაც შესაძლებელია დახურული გვირაბის ან სათბურის ტიპის პლანტაციების მოწყობაში, რაც მოცვის მწარმოებლებს ამინდის მიუხედავად საშუალებას მიცემს დროულად აიღონ მოსავალი და ხარისხიანი პროდუქტიც მიაწოდონ ბაზარს.

წყარო: ogrodnictwo.expert

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *