დარგებიმებაღეობა

ზამთრის მყნობა

ზამთრის მყნობის მოგვარებისათვის საჭიროა შენობა განსაკუთრებული აღჭურვილობით. შენობა უნდა შედგებოდეს ორი განყოფილებისაგან – სარდაფის და სამყნობისაგან.
სარდაფში მცენარეები ინახება მყნობამდე და მყნობის შემდეგ, ის შედგება ორი საკანისაგან. ერთში შენარჩუნებული უნდა იყოს ტემპერატურა +4 – 6°C; მეორეში 0-3°C. ამისთვის გამოიყენება მაცივარი. საკუჭნაოში თავსდება ყუთებში ჩალაგებული ნამყენები.

სამყნობი საამქრო უნდა მდებარეობდეს სარდაფის თავზე, რომელიც შედგება რამოდენიმე ოთახისაგან. ერთ-ერთ ოთახში მზადდება საძირე და სანამყენე. სამრეცხაო მოწყობილობით და მეორე ოთახი სამყნობი. შემდეგი ოთახი განეკუთვნება სტრატიფიკაციის პირობებს. შემდეგი ოთახი წარმოდგენილი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობისათვის. სარდაფის და სამყნობი საამქროები დაკავშირებული უნდა იყოს გასასვლელებით. სამრეცხაო ოთახში იდგმება სამყნობი მაგიდები. მყნობელისათვის მაგიდის ფართობი უნდა იყოს (0,8-0,9)x1,0 მ. ოთახში ტემპერატურა 18-20°C. სტრატიფიკაციის ოთახში ნამყენები ყუთებით თავსდება თაროებზე, სადაც სადღეღამისო ტემპერატურა შენარჩუნებული უნდა იყოს 20-22°C; ზამთრის მყნობის დროს სამყნობ შენობაში საერთოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა ნორმალური მუშაობისათვის. საამქროების ზომები დამოკიდებულია ზამთრის მყნობის ჩატარების მოცულობაზე. 2 თვის გამავლობაში 300 ათასი ნამყენის გასაკეთებლად ყოველდღიურად საჭიროა 12-15 სპეციალისტი და 4-5 დამხმარე მუშა. სამრეცხაო განყოფილებაში საჭიროა 2-3 მუშა. თითოეული მუშის სამუშაო პირობებისთვის საჭიროა 4-5 მ2 ფართობი. აქედან გამომდინარე სამყნობი ოთახის ფართობი  უნდა იყოს 60-70 მ2; სამრეცხაო ოთახი 18-20 მ2. სასტრატიფიკაციო ოთახის ფართობი 40-45 მ2.

ერთ სამუშაო დღეში მყნობელი ხელით აკეთებს საშუალოდ 400 ნამყენს. სტრატიფიკაციის პერიოდია 10-12 დღე. ორი თვის განმავლობაში 60 ათასი ნამყენი კეთდება. ის ეწყობა 150-160 ცალის რაოდენობით ხილის ყუთებში.

მიწის ზემოთა შენობის ფართი უნდა იყოს 140-150 მ2; ხოლო სარდაფის ფართობი ნამყენების შესანახად 1,5 ჯერ მეტი, სადაც უნდა მოთავსდეს 800-850 ყუთი 300 ათასი ნამყენით. საძირის და სანამყენეს შეერთების ადგილი უნდა შეიხვეს ყველაზე მოხერხებული პოლიმერული ბაფთით-სიგრძით 20-25 სმ; სიგანით 8-10 მმ. მყნობის დაწყებამდე ყოველ ათას ცალ ნამყენზე საჭიროა შენახული იქნეს საძირეები და სანამყენე მასალა მსხვილმარცვლოვან მდინარის სილაში 0,1 მ3 მოცულობით. ნახერხი და ტორფი 0,1-0,15 მ3; 3-4 ყუთი, 4-5 კალათი, 3-4 პოლიმერული ტომარა 0,5-1,0მ. მოცულობის. იხარჯება პოლიეთილენის ბაფთა 0,35-0,4 კგ და პარაფინი 0,15-0,2 კგ. ყოველ ათას ცალ ნამყენის გასაკეთებლად საჭიროა 320-350 ცალი ერთწლიანი ყლორტი-კალამი, ხოლო ჩართული მყნობისათვის 400 ცალამდე ნაგალა საძირის კალმები.

შემოღებული უნდა იყოს ზამთრის მყნობის აღრიცხვის წიგნი.

ღონისძიების წარმატება დამოკიდებულია საძირის და სანამყენეს მაღალ ხარისხზე. საძირე და სანამყენის შეხორცება თანაბარი სიმსხოს კომპონენტის შერჩევით განისაზღვრება. სამყნობი კალამი უნდა იყოს 3-4 კვირტიანი. მყნობის ამ პროცესს ეწოდება გაუმჯობესებული კოპულირება. ნამყენების პოლიეთილენის ბაფთით შეხვევის შემდეგ საჭიროა პარაფინში ამოვლება, რაც ხელს უშლის ნამყენის გამოშრობას სანერგის მინდორზე დარგვის შემდეგ და არ საჭიროებს კოკოლების გაკეთებას.

პარაფინი ხელს უწყობს შეხორცებას და ნამყენის სტრატიფიკაციის დროს შენახვას. საჭიროა შეირჩეს პარაფინის მარკები. ნამყენების შეხორცებას ხელს უწყობს სტრატიფიცირება. ჰაერის ტენიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს 85% -მდე; 16-18°C ტემპერატურის პირობებში სანერგის პირველ მინდორზე ნამყენები ირგვება სარგავი მასალის აღსაზრდელად. აგროტექნიკა ნარგაობის მოვლისთვის ისეთივეა, როგორც გრუნტში საძირეების ოკულირების დროს.

ზამთრის მყნობის შედეგად მიღებული ნამყენი ნერგი უნდა დაირგოს სანერგის პირველ მინდორზე. ამ შემთხვევაში მანძილი რიგთაშორის არის 20-25 სმ; ბაფთებს შორის 75-80 სმ, ხოლო მცენარეთა შორის მწკრივში არის 10 სმ. ასეთ კვების არეზე 1 ჰა-ზე ირგვება 280-300 ათასი ძირი ნერგი. დამყნილი კალმები ირგვება ჰიდრობურღით, მექანიზირებულად. თითო მორწყვის ჯერზე საჭიროა წყალი 300-400 მ3/ჰა .აუცილებელია მინერალური სასუქებით გამოკვება. 30-40 გ აზოტის შარდოვანა ყოველ 1,0 ლიტრ წყალში გახსნილი შეაქვთ მანქანით “მან-15”; გამოკვება ტარდება 2 ჯერ: პირველად, როცა ნაზარდი არის 15-20 სმ სიგრძის, ხოლო მეორე გამოკვება ტარდება 20-25 დღის შემდეგ. ნამყენი ნერგი როგორც კი მიაღწევს 1,0 მ სიმაღლეს, ნაზარდი იჭრება ისე, რომ შტამბის სიმაღლე იყოს 60-80 სმ; ხოლო ჩართულ მყნობის დროს ნაგალა ნერგის მისაღებად შტამბის სიმაღლე 40-50 სმ იქნება.

აზოტოვან სასუქთან ერთად დამატებით შეიტანება 80 გ სუპერფოსფატი და 50კგ-მდე კალიუმის სასუქი.

ვეგეტაციის ბოლოს გვიან შემოდგომაზე ნამყენი ნერგი ამოიღება, დახარისხდება და მიიმარხება ნიადაგში.

ზამთრის მყნობის ღონისძიება საჭიროებს ეკონომიკურi მხარის გულდასმით გაანგარიშებას.

იუზა ვასაძე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი;

/გივი ბადრიშვილი/ _ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი;

ვაჟა კვალიაშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორი;