დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ზამთრის სამუშაოები ვაშლის ინტენსიურ ბაღში

ზამთრის პერიოდი, როგორც წესი, მებაღეების შედარებით დასვენების დროა, ვიდრე ახალი სეზონი დაიწყება, მათ ბაღში ბევრი სამუშაო აღარ აქვთ, მაგრამ გამოცდილი მებაღეებისთვის ზამთარი ბაღის წესრიგში მოსაყვანად და შემოდგომაზე დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად სწორედ რომ კარგი პერიოდია.
თუ ბაღში დიდი თოვლი არ დევს და ძალიან არ ყინავს, კარგი დროა ბაღში ძველი ნარგავების ამოსაძირკვად და ახალი ნერგებისთვის ადგილის მოსამზადებლად.

„მუშა“ ბაღებში ზამთრის თბილი დღეები კარგი პერიოდია ნიადაგის მოსაკირიანებლად. კალციუმიანი სასუქის შეტანა მოყინულ ნიადაგში ხელს უწყობს მასში  рН-ის რეგულირება და ნიადაგის მჟავიანობის შემცირებას. ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რათა მცენარემ   ფესვთა სისტემის მეშვეობით თავისუფლად მიიღოს მაკრო და მიკროელემენტები. კირის არჩევის დროს საჭიროა იხელმძღვანელოთ წესით, რომ მსუბუქი მიწებისთვის გამოიყენოთ ნელი მოქმედების კარბონატული კირი, ხოლო მძიმე მიწებისთვის აგრესიული, სწრაფი გამანეიტრალებელი თვისების მქონე ოქსიდური კირი,

დღის ხანგრძლივობის მატების დაწყება ნიშნავს, რომ  მებაღემ ხელში აიღოს სასხლავი და ზამთრის გასხვლას შეუდგეს.
ინტენსიურ ბაღებს გასხვლა ყოველწლიურად სჭირდება, ის უზრუნველყოფს ვარჯზე მსხმოიარე ტოტების  სწორად და თანაბრად გადანაწილებას. ეს ასევე ადრეული გამეჩხერების, ზედმეტი სანაყოფე ტოტების შეჭრის და ნაყოფიერების მონაცვლეობის ხელშესაწყოის ერთ-ერთი მეთოდია.
თუმცა, გასხვლის დაწყებამდე საჭიროა კარგად დავაკვირდეთ მცენარეებს და ისე მივიღოთ  საჭირო გადაწყვეტილება.

წლევანდელი ზამთარი არ არის პირველი, როცა თოვლისა და ყინვების ნაცლად, უჩვეულოდ თბილა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზამთრის ბოლოს და ადრე გაზაფხულზე ტემპერატურა შესაძლოა მკვეთრად დაეცეს და ნასხლავი (ღია ჭრილობა) ტოტების წაყინვის, და მცენარის დაზიანების საფრთხე შეიქმნას. ამიტომ ახალშენი ბაღის მგრძნობიარე ჯიშები, რომელთა რიცხვშია Gala, Szampion და  Jonagold-ის ჯგუფის ვაშლის ხეების გასხვლა წაყინვების საფრთხის გავლის შემდეგ უნდა გადავდოთ.

გასხვლა ასევე სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებაცაა. ზამთრის გასხვლის დროს პირველად აჭრიან ძველ ტოტებს (3 წელზე მეტის), ასევე მათ, რომელი ტოტოს კანიც დაავადებულია. იმ ტოტების მოცილება, რომელთაც აშკარად ეტყობათ დაავადების კვალი, რომ შეიზღუდოს დაავადების გავრცელება ხის დანარჩენ ნაწილებზე. ზამთრის პერიოდში ასევე შესამჩნევია ვაშლის კიბო, რომელიც ვითარდება ღეროების მიმართულებით. მათი შეცლა ძალან იოლია. დაავადებული ნაწილები ბასრი დანით ჯანსაღ ქსოვილებამდე უნდა ავათალოთ და ჭრილობა ბაღის მალამოთი დავამუშაოთ.

იმ ჯიშების შემთხვევაში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ობისა და ხავსისადმი, მაგალითად, Idared, Najdared, Cortland, Lobo დაავადების სომპტომების აშკარად ჩანს ზამთარში. მიცელიუმი , რომელიც თეთრ კერებად ადევს დაავადებულ ტოტებს, უნდა მოცილდეს ტოტებიანად (შეეჭრას).

ესეთი მკურნალობა ამცირებს მომავალი სეზონზე დაავადების გამავრცელებელი სპორების რაოდენობას და შესაბამისად ქიმიკატებით მკურნალობის დანახარჯებს.

ზამთარი კარგი დროა   სეზონისათვის შესაწამლი თუ ნიადაგის დასამუშავებელი ტექნიკის მოსამზადებლადაც.

გისურვებთ უხვ მოსავალს!

წყარო: ogrodnictwo.expert