ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა 8 სოფელზე გაივლის

 ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა 8 სოფელზე გაივლის. ეს სოფლებია: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, უშოლთა, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. ინფორმაციას mtisambebi ავრცელებს.

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს. ახალი გზა 45 კმ სიგრძის იქნება და საჩხერიდან დაიწყება.

საბოლოოდ, ახალი გზა ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ონიდან კი 5 კილომეტრით.

გზის მშენებლობა 5 ნაწილად არის დაგეგმილი. ტენდერი უკვე დასრულდა პირველ მონაკვეთზე და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია დასრულების ეტაპზეა და ტენდერი მომდევნო 5 კილომეტრის მშენებლობაზე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება ყველა მონაკვეთზე 2020 წლისთვის იგეგმება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *