ზოგიერთი ხილის კრეფის თავისებურებანი

ხილის ხარისხს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხილის კრეფა. ზოგიერთ ხილს კრეფის თავისებრებები ახასიათებს, რაც მებაღემ ზედმიწევნით კარგად უნდა უნდა იცოდეს.
აქვე გთავაზობთ ზოგიერთი ხილის კრეფის თავისებურებას, რაც მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ.

ვაშლი — ზაფხულის ზოგიერთი ჯიში მწიფდება სხვადასხვა დროს, ამიტომ მოითხოვს ორ-სამ ვადაში კრეფას.

მსხლის საზაფხულო ჯიშები სათუთია, ამიტომ მისი კრეფა მეტ ყურადღებას და სიფაქიზეს მოითხოვს, ვიდრე საშემოდგომო და საზამთრო ჯიშები.

ბალი, ალუბალი სრულ სიმწიფემდე 3 დღით ადრე უნდა დაიკრიფოს. ნაადრევად დაკრეფილ ბალს მდარე გემო აქვს. ბლის კრეფა უმჯობესია დღის საათებში, ნამის შეშრობის შემდეგ. შესაძლებელია ბლის კრეფა საკრეფი მაკრატლით. ამ დროს ყუნწის ერთი მესამედი შესაძლებელია ხეზე დარჩეს. სიცხეში მოკრეფილი ბალი სწრაფად უნდა გადაიტანონ გრილ საწყობში ან წინასწარი გაციების საკანში.

ქლიავი — ისევე როგორც ბალი, უმჯობესია დილის საათებში მოიკრიფოს. კრეფისას ნაყოფს ნაფიფქი უნდა შერჩეს. ფიფქგაცლილი ქლიავი მალე ფუჭდება.

ატმის კრეფის დროს ყურადღებას აქცევენ, რომ ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს.

თხილის მოსავლის აღების წინ ბუჩქის ირგვლივ მიწის ზედაპირი უნდა გასუფთავდეს სარეველებისგან და მოსწორდეს, რათა დანაკარგები თავიდან ავიცილოთ. თხილის ტექნიკური სიმწიფის ნიშანია საბურველის გამუქება და ნაჭუჭის შეფერვა. ამ დროს თხილი ოდნავი შერხევით ადვილად ცვივა და იკრიფება მიწიდან, ბუჩქზე დარჩენილი ნაყოფი კი ხელით იკრიფება.

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *