აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის გამოყენების ინსტრუქცია

(ზონდერი 100 ეკ; ინსაკარი ეკ; თეიქოფ 100 ეკ) ბიფენტრინი 100 გ/ლ ფართო სპექტრის, კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი
ბიფენტრინი – წარმოადგენს მაღალეფექტურ, ფართო სპექტრის, კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდს. გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის,
ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, პარკოსნებში.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი შემასხურaებელი აგრეგატით.
ზურგსაკიდი აპარატებით მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი ნათესების შესხურება ხდება რეკომენდებული ხარჯვის ნორმიდან გამომდინარე:
♦ ხარჯვის ნორმა -0 3- 0 6 ლ/ჰა,
♦ კონცენტრაცია – 0 3% (10 ლიტრ წყალზე 30 მლ. პრეპარატი).

ბიფენტრინი, მიეკუთვნება სინთეზური პირეტროიდული ინსექტიციდების ჯგუფს. პრეპარატი მწერის ორგანიზმში მოხვედრისას (კონტაქტური ან ორალური გზით) მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, არღვევს ნერვული სისტემის გამტარიანობას, რის შედეგადაც მწერი პარალიზდება და საბოლოოდ კვდება.

დაცვითი მოქმედების ეფექტი 10-14 დღე.

პრეპარატს არ გააჩნია მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკურობა რეკომენდემულ ნორმებში გამოყენებისას.

რეზინტენტობის გაჩენის პრევენციის მიზნით, პირეტროიდი გამოყენებული უნდა იქნეს სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატებთან მორიგეობით იმავე სეზონზე.

შეთავსებადობა – ბიფენტრინი გამოიყენება სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

მოსავლის აღებამდე უნდა დავიცვათ ლოდინის რეკომენდებული  პერიოდი:

_ 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე,
_ 20 დღე მარცვლეულზე;
_ 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

ბიფენტრინის ნარჩენების დონე სოფლის მეურნეობის პროდუქციაში (მოსავალში) არ უნდა აღემატებოდეს 0, 04-0, 4 მგ/კგ-ზე.

წამლობა უნდა ჩატარდეს დილის სააათებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაბალია.
დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება ქარიან ამინდში, რათა გამოირიცხოს პრეპარატის გადატანა სხვა
ტერიტორიებზე.

უსაფრთხოების წესები ბიფენტრინით ჩატარებული ქიმიური წამლობების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, პესტიციდი „ბიფენტრინი“ ადამიანის მიმართ საშიშროების II კლასს მიეკუთვნება.

შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების დროს პესტიციდი განათავსეთ უსაფრთხო, მშრალ და კარგად განიავებულ ადგილას, არ შეინახოთ კვების
პროდუქტებთან, ცხოველთა საკვებთან და ადამიანებისათვის განკუთვნილ სხვა პროდუქციასთან ერთად.

არ დაუშვათ წყალსადენების, ტბების, ნაკადულებისა და არხების დაბინძურება.
საკარმიდამო ნაკვეთებში ბიფენტრინით შესხურებისას ჭები უნდა გადაიფაროს.

_ ერიდეთ პესტიციდის კანთან და თვალებთან კონტაქტს და ანაორთქლის შესუნთქვას.

პესტიციდის კონტეინერის გახსნისას და შემასხურებლის მომზადების დროს გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. პესტიციდის კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლით.

 წამლობის შემდეგ საკვების და სითხის მიღებამდე ან სიგარეტის მოწევამდე დაიბანეთ ხელები და სახე საპნით და წყლით.
ყოველდღიური ხმარების შემდეგ, განცალკევებით გარეცხეთ ხელთათმანები, სახის დამცავი ნიღაბი და დაბინძურებული ტანსაცმელი.
– ქიმიური წამლობის დროს დაუშვებელია საკვების მიღება, თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება!
პესტიციდის ტარის უტილიზაცია

♦ პესტიციდის ნარჩენები ტოქსიკურია. არ დაიშვება გამოყენებული პესტიციდის ცარიელი ტარის ხელახალი ხმარება.

♦ სამჯერ გამოავლეთ წყალი გამოყენებული პესატიციდის ცარიელ ტარას, ჩაასხით გამონარეცხი წყალი პესტიციდის შემასხურებელი აპარატის ავზში და გახარჯეთ, მიასხურეთ შესაწამლ კულტურას.

♦ ცარიელი ტარა დახვრიტეთ (ლითონის) ან დააქუცმაცეთ (პლასტმასის) იგი  და განათავსეთ სათანადო ნაგავსაყრელზე.

ფუტკრის დაცვის ღონისძიებები

ბიფენტრინი ტოქსიკურია ფუტკრისათვის. ქიმიური წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში სამუშაოების ჩატარების ქარის სიჩქარე უნდა აღემატებოდეს 1-2 მ/წაში. დაუშვებელია პრეპარატის შესხურება ფუტკრის სკების მიმდებარედ.

პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში

♦ კანთან კონტაქტისას: გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი. სასწრაფოდ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლის დიდი რაოდენობით. მიმართეთ ექიმს!

♦ თვალთან კონტაქტისას: სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლის ჭავლით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს!

♦ შესუნთქვისას მოარიდეთ დაზარალებული სამუშაო ზონას, გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. მიმართეთ ექიმს!

♦ გადაყლაპვისას: სასწრაფოდ გამოირეცხეთ პირი და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, არ გამოიწვიოთ პირღებინება! მითითება ექიმს: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომატურია.

იხილეთ ბმული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.