Agro Expo 2018
თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებში 20,21 და 22 ნოემბერს საკვები და სასმელი პროდუქტების, შესაფუთი და გადამმუშავებელი ტექნოლოგიების მე-18 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.
გამოფენაში 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
„Agro Expo წელს უკვე მე-18-ედ ტარდება და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს, რაც დამთვალიერებლებს ახალი კომპანიების და საინტერესო პროდუქტების გაცნობის საშუალებას აძლევს.
გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს გააცნოს ინდუსტრიის სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, დააკავშიროს ერთმანეთთან ბიზნესები, რომელთაც ეძლევათ შანსი უფრო წარმატებულნი იყვნენ მომავალში შეძენილი პარტნიორობის შედეგად. ასევე, გააცნოს ქართული ბაზარი უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ეძებენ პარტნიორებს მათი პროდუქციის საქართველოში გასავრცელებლად
გამოფენა ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში 20 ნოემბერს 11:00 საათზე გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში 11:00 დან – 18:00 საათამდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს.