18-დან 40 წლამდე დამწყები ახალგაზრდა მეწარმეები 40 %-იანი გრანტით წახალისდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (DANIDA), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამას „ახალგაზრდა მეწარმე“ ახორციელებს.
პროგრამის ბიუჯეტი 4,110,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამ პროგრამით დაფინანსდებიან:

♦  საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
♦ პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.
♦ დაფინანსდება პროექტის ღირებულების 40%, არა უმეტეს 60 000 ლარისა.
♦ თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებულ იქნეს როგორც საკუთარი სახსრებით, ისე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).
პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას.
♦ დაფინანსდება ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო მიმართულება, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.

♦ პროგრამა გათვლილია 18-დან 40 წლამდე ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები, განსაკუთრებით, ეს არის რეგიონებში, რათა ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. 

პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა დანიის ხელისუფლება, დანიის მთავრობა და ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD). 

პროგრამა ითვალისწინებს 18-დან 40 წლამდე დამწყები მეწარმეების წახალისებას, 40 %-იანი გრანტით და  საკონსულტაციო დახმარებით.

ვრცელი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.danida.apma.ge
სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და www.danida.apma.ge მეშვეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.