საქსტატის 2017 წლის IV კვარტალის წინასწარი მონაცემები საქართველოს მეცხოველეობის შესახებ

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 900.4 ათასი სული შეადგინა და 2016 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.5 პროცენტით შემცირდა.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა სულადობამ 462.8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით ნაკლებია.
ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა და 966.5 ათას სულს მიაღწია.
ღორის სულადობა 164.5 ათასი სული იყო, რაც 20.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობამ 8 046.4 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 2.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სრული ინფორმაციის გასაცნობად გადაიდთ ბმულზე: http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/agriculture/Press%20Release%20-%20Agriculture%20Geo_4kv.2017.pdf

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.