2018 წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით წლევადელ რთველზე სუბსიდერიება აღარ გაიცემა.
“ჩვენ შარშან ფაქტობრივად სუბსიდია აღარ გვქონდა, მაგრამ, გვქონდა გარკევული კომპენსაციები სპირტის წარმოებისთვის, იმისთვის, რომ ჭარბი ნედლეული არ დარჩენილიყო ბაზარზე და კერძო სექტორს მთლიანად ჩაებარებინა, _ უთხრა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა.

_ ჩვენ შევაფასეთ და ვფიქრობთ, რომ წლეულს ამის საჭიროებაც აღარ არის. სახელმწიფო, დაფინანსების თვალსაზრისით, რთველში აღარ ჩაერევა, თუმცა, საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისევე როგორც წინა წლებში,  ხარისხის კონტროლისთვის ეს კარგი პრაქტიკაა.

სუფთა საბაზრო ეკონომიკის პირობებში განისაზღვრება, როგორც ფასი, ისე მიწოდების პრინციპები, ამიტომ სახელმწიფოს ჩართვა ნამდვილად ზედმეტი იქნება.

რა თქმა უნდა სახელმწიფო შეინარჩუნებს პოლიტიკას, რომ დარგს კიდევ უფრო მეტად მიეხმაროს და გააძლეიეროს, ანუ ფულის ხარჯვით ამ სფეროში შეიძლება უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ.

გავაგრძელებთ ქართული ღვინის პოპულარიზების ღონისძიებების დაფინანსებას. ამ მხრივ დაფინანსება შეიძლება გავზარდოთ კიდეც, მაგრამ უშალოდ ყრუძნის ფასის სუბსიდირების კუთხით ჩვენ აღარ ჩვერევით, რადგან აქ კერძო სექტორის მხრიდან ჯანსაღი მოთხოვნა უკვე არსებობს“, _ აღნიშნა მინისტრმა.

_ როგორც ბატონი ლევან დავითაშვილი ამბობს, _  საინვესტიციო მიმართებითაც ღვინის სექტორი ძალიან მიმზიდველია, ასევე კერძო სექტორი მზად არის, ნედლეული, სუბსიდირების გარეშე მთლიანად, მაღალ ფასად შეიძინოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.