2018 წლის იანვრიდან ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა
ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების” შესახებ 2016 წლის დეკემბერში მიღებულ დადგენილებაშია ნათქვამი.
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.
ამასთან, ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოა.
წყარო: