2019 წელს რძის წარმოება და პირუტყვის სულადობა შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემების  მიხედვით, 2019 წელს საქართველოში რძის წარმოება 8.4 მილიონი ლიტრით (2%-ით) შემცირდა.

აღსანიშნავია რომ ბოლო ხუთ წელიწადში ეს ყველაზე ნაკლები შემცირებაა. გვალვიანი ზაფხულის გამო რძის წარმოების კლება მოსალოდნელი იყო, თუმცა პირუტყვის რაოდენობამაც დაიკლო.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წლის ბოლოსთვის 14.8 ათასი სულით (2%-ით) შემცირდა, ხოლო ქვეჯგუფის ფურის და ფურ-კამეჩის სულადობა – 32.1 ათასით (7%-ით) – რაც მეორე ყველაზე მაღალი კლებაა (მინიმუმ) გასულ 5 წელიწადში.

2019 წლის წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოებამ 546.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა (პერიოდის ბოლოს) 864.1 ათასი სულია, აქედან ფური და ფურ-კამეჩის _ 425.9.

მეწველი ძროხის (ერთი სული) საშუალო პროდუქტიულობის (საშუალო წლიური მონაწველის) სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა გვალვების, წარმოებისა და სულადობის სტატისტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ზრდა ალბათ არ იქნება – შესაძლოა კლებაც კი დაფიქსირდეს.