2019 წლის (იანვარი) აგრო მიმოხილვა
2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აგრო პროდუქციის იმპორტიც გაიზარდა და მანაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) დარჩა თითქმის უცვლელი -394 მლნ. აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად ამისა, წლის ჭრილში ექპორტი გაიზარდა 23.2%-ით (181 მლნ. აშშ დოლარით), მაშინ როდესაც იმპორტი მხოლოდ 15.5%-ის (179 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა.
წყარო: iset-pi.ge