პოლონეთში ლურჯი მოცვი იაფდება, ფასები მესამედით შემცირდა

პოლონეთში სამამულო წარმოების მოცვის მიწოდების ზრდა ბაზარზე ამ კენკრის ფასების დაცემას იწვევს.

პოლონეთის მოცვის ბაზარი მიმდინარე კვირაში ფასების დაცემით ხასიათდებოდა.

EastFruit -ის პროექტის ანალიტიკოსთა აზრით ნეგატიური საფასო ტრენდი მოცემულ სეგმენტში პროვოცირებულია ადგილობრივი მეურნეობების მხრიდან ბაზრისათვის ლურჯი მოცვის შეთავაზებების მოცულობის ზრდით. პროექტის ყოველკვირეული მონიტორინგის თანახმად, გასული სამუშაო კვირის ბოლოს ლურჯი მოცვი პოლონეთის მეურნეობებში საშუალოდ 33%-ით გაიაფდა.

დღეს მებაღეები ლურჯ მოცვს კილოგრამს $3,68-5,26 ყიდიან, როცა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ ისინი თანახმანი არ იქნებოდნენ კილოგრამი $5,25 გაეყიდათ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ივლისის დასაწყისში ლურჯ მოცვზე ფასების შემცირება ახალი მოვლენა არ არის: როგორც წესი, სწორედ ამ დროს პოლონეთში მოცვის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის და ბუნებრივია ბაზარზე მიწოდების მოცულობაც იზრდება. აქვე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღეს ლურჯი მოცვი პოლონეთში დღეს 24%-ით ძვირად იყიდება, ვიდრე შარშან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პოლონელი ფერმერები კილოგრამი მოცვის გაყიდვას $4,24 -ით ძვირად ვერ ახერხებდნენ. ამასთან, პოლონელი მებაღეების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ამ სეგმენტში ფასები კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება მნიშვნელოვნად იზრდება.

წყარო: East-fruit.com.