გეზრულსა და ნიგოზეთში 37 ადამიანი დასაქმდა

სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაის” ფარგლებში სოფელ ზოდში 9 ჰექტარის ტერიტორიაზე გაშენებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო

ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. დროებით დასაქმებულია 10 ადამიანი

სოფელი ზოდი მესამე ადგილია, სადაც ქართული ჩაის აღორძინება დაიწყო. ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია სოფელ ნიგოზეთსა და გეზრულშიც ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პერიოდში გეზრულსა და ნიგოზეთში 37 ადამიანი დასაქმდა.