650 000-ლარიანი გრანტები ინოვაციური პროექტებისთვის _ მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით
გუშინ, 22 მაისს საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტექნოპარკში“ ინოვაციების მიმართულებით თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ახალი გახსნა. პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით ახორციელებს.
„ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან.
სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეწარმეებში, სტარტაპერებში, მეცნიერებში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან გლობალური მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს და სწორედ ისინი შეძლებენ, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულმა ქვეყანამ“ _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
დარგები და მიმართულებები შეზღუდული არ არის, ინოვაციური ტექნოლოგიები დღეს ჰაერივით სჭირდება ჩვენს სოფლის მეურნეობას, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამმუშავებელი თუ ლოჯისტიკის მიმართულებით. ეს არის კარგი შანსი ჩვენი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, სტარტაპერებისთვის.
თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამა გაიხსნა 2019 წლის 22 მაისს და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.