აგრო პორტალი Kalo.ge მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საჭიროებისამებრ, დისტანციურ რეჟიმში მიიღონ პროფესიონალი აგრონომის კონსულტაცია

აგრო პორტალი Kalo.ge-ს აგრო ექსპერტებმა მომხმარებლებისთვის შექმნეს სპეციალური ონლაინ მომსახურების პაკეტი, აგრო მრჩეველი, რათა ფერმერებს გაუმარტივდეთ მოსავლის მოვლა-მოყვანა, დაავადებებისა და მავნებლების იდენტიფიცირება, მათთან ბრძოლა, შესაბამისი პრეპარატების შერჩევა, ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მიღება თანამედროვე მიდგომებსა და პროდუქტებზე დაყრდნობით.

აგრო მრჩეველის დახმარებით შესაძლებელია დისტანციურ რეჟიმში მიიღოთ სასურველი აგრონომის კონსულტაცია. მიწეროთ აგრონომს კითხვა, გაუგზავნოთ შესაბამისი სურათი ან ვიდეო, რომელიც უკეთ ასახავს პრობლემას, რის შემდეგაც მიიღებთ რეკომენდაციებსა და რჩევებს აღნიშნულ საკითხზე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

მომსახურების მისაღებად ან შესაძენად საჭიროა მომხმარებელი დარეგისტრირდეს პორტალზე www. kalo.ge.

კრედო ბანკის განვადებით 1 წლიანი აგრო მრჩეველის ულიმიტო მომსახურების შეძენა ზედმეტი დანახარჯების გარეშე, სპეციალურ ფასად – მხოლოდ 40 ლარად არის შესაძლებელი.

პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს კითხვები მცენარეთა დაცვის ან მოვლის შესახებ.

პაკეტის შეძენის შემთხვევაში, 1 წლის განმავლობაში აგრო მრჩეველის მომსახურების მიღებას მომხმარებლები საჭიროებისამებრ, შეუზღუდავად შეძლებენ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს – kalo.ge.