აგროსექტორის ზოგადი მიმოხილვა
10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტის მიხედვით, 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა ასიგნებები. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) მოდის 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%), ხოლო უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), ხოლო 60 მილიონი ლარი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%).
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 4%-ით იზრდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ზრდა ფიქსირდება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (SRCA), სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) და საქართველოს მელიორაციის მიმართულებით, ხოლო მცირედით იკლებს სურსათის ეროვნულლი სააგენტოს (NFA), sამინისტროს ცენტრალური აპარატის და ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტები.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://iset-pi.ge/images/AGRIndex/Agri_Review/Agri%20Review%20December%202019%20GEO%20full.pdf