ახალ ზელანდიაში 150 000 ძროხას გაანადგურებენ

ახალ ზელანდიაში 24 ათასი ძროხა უკვე დახოცეს იმის გამო, რომ მათ აღმოაჩნდათ დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება ცხოველებში. ამის გამო ქვეყნის ეკონომიკამ უკვე  900 მილიონამდე დოლარით იზარალა.

ხელისუფლებამ კიდევ 150 ათასი ძროხის დაკვლი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაავადების მასშტაბურად გავრცელებით ქვეყნის ეკონომიკას აუნაზღაურებელი ზარალი მიადგებოდა, იუწყება Foxbusiness-ი.

ცხოველებში აღმოჩენილი დაავადების გამომწვევი ბაქტერია იწვევს მასტიტს (სარძევე ჯირკვლის ქსოვილების ანთება), პნევმონიასა და ართრიტს.

ახალ ზელანდიაში მეცხოველეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია და მასა განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქ მსხვილფეხა რქოსანი პირიუტყვის რაოდენობა 8,6 მილიონს აჭარბებს, მათგან 4,2 მილიონი სული ძროხაა.

ახალი ზელანდია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი რძის მწამოებელია და აქ მერძევეობის მიმართულების მეცხოველების განვითარეგას დიდი ყურადღება ექცევა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.