ახალ ზელანდიაში 22 300 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს გაანადგურებენ

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იძულებითმა ლიკვიდაციამ მიკოპლაზმოზის გავრცელების შეჩერება უნდა უზრუნველყოს.

ბაქტერიული მიკოპლაზმოზი  Mycoplasma bovis ახალ ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე პირველად 2017 წლის ივლისში აღმოაჩინეს, შემდეგ დაავადება ჩრდილოეთ კუნძულზეც გამოჩნდა.

მრპ მიკოპლაზმოზი გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ფურებში მასტიტის გართულებებს, აბორტს, ფილტვების და სახსრების ანთების და სხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს

ახალი ზელანდიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის მიკოპლაზმოზის გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე მკვეთრი ზომების, ფერმებში სადაც დაავადებაა გავრცელებული მრპ სულადობის სრული ლიკვიდაციისთვისაც კი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ჰპირდება, რომ მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს.

წყარო: www.agrarheute.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.