„აიღე მოსავალი“_ ფერმერები მომავალი წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას საგრანტო პროგრამებით შეიძენენ
მომავლ წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს – „აიღე მოსავალი“ იწყებს.
აღნიშნული ინიციატივა სასოფლო-სამეუნეო ტექნიკის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენას ითვალისწინებს.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გრანტის ფარგლებში ტექნიკის ღირებულებების 50% დაიფარება, რაც არაუმეტეს 150 000 ლარს შეადგენს. პროექტის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ როგორც ინდივიდუალური მეწარმეები, ისე იურიდიული კომერციული პირები (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები), რომელთა საქმიანობაში სახელმწიფო წილი არ მოიაზრება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიაშვილმა აღნიშნა, თანადაფინანსება შეეხება ნებისმიერი მოსავლის აღების სასოფლო-სამეუნეო დანადგარებს.
ამასთან, East Fruit-ის ინფორმაციით, მომავალი წლიდან გაგრძელდება „შეღავათიანი აგროკრედიტიც“ (პროექტი 2013 წელს დაიწყო), რომლის ფარგლებშიც ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას ასევე შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას.
წყარო: www.bpn.ge