კარგი იდეა მერძევე ფერმერებისთვისა _ ახალი რძე სავაჭრო ავტომატებიდან

საბერძნეთის ფესალიის და მაკედონიის რეგიონის მერძევე ფერმერებმა დიდი ხანია წარმატებით იყენებენ მომხმარებლებისთვის რძის ოპერატიულად მიწოდების საინტერესო მეთოდს. რძის კოოპერატივ Thes Gala-ს წევრებს ქვეყნის სხადასხვა ქალაქში 63 რძის ავტომატი აქვთ, რითაც მარტო მოქალაქეებში _ კლიენტები კი არა, თავად ფერმერებიც დიდად კმაყოფილები არიან და ასეთ აპარატების პოპულარობა სულ უფრო მატულობს. 

Thes Gala-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგოს სდანისი ასეთ პრაქტიკას პოზიტიურად აფასებს: „საბერძნეთში დიდი ხანია კრიზისია და იგი მერძევეობის დარგსაც შეეხო, მაგრამ სავაჭრო აპარატების მეშვეობით ჩვენ გაყიდული რძის მოცულობისა და კოოპერატივის შემოსავლების გაზრდას ვახერხებთ.

 პირველი აპარატი კოოპერატივმა 2013 წელს ქალაქ ლარისაში დადგა, სადაც დღეს უკვე 15 ავტომატი მუშაობს. მეორე ქალაქი, სადაც რძის ჩამოსასხმელი აპარატები გამოჩნდა, სალონიკია. იქ 2015 წელს 17 ჩამოსასხმელი აპარატი დავდგით.2016 წელს კი კოოპერატივმა საბერძნეთის ინოვაციური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა, რამაც საშუალება მისცა რძის აპარატები დედაქალაქ ათენში განეთავსებინა.

კოოპერატივი Thes Gala 45 ფერმას აერთიანებს, რომლებიც დღეში 120 ტონა რძეს აწარმოებენ, რაც საფრანგეთში წარმოებული რძის 10%-ია. ჩვენს მიერ წარმოებული რძის 40% სწორედ სავაჭრო ავტომატებით იყიდება. კოოპერატივ Thes Gala წევრები თავიანთ ძროხებითა და რძის ხარისხით ძალიან ამაყობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა რძის წარმოებაში მინიმალურად გამოიყენონ ანტიბიოტიკები, რაც კიდევ უფრო პოპულარობას სძენს მათ პროდუქტს.

„ჩვენს მიერ დანერგილი სიახლის შედეგად მომხმარებელს იოლად მიუწვდება ხელი ახალ რძეზე. პროცესი მარტივია_ სავაჭრო ავტომატებს რძე ძროხის მოწველიდან 24 საათში მიეწოდება. ავტომატი დღე და ღამე, კვირაში 7 დღე მუშაობს, საიდანაც კლიენტს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეიძინოს შუშის ან პლასტიკურ ბოთლში ჩამოსხმული ახალი რძე“ _ ამბობს კოოპერატივის წარმომადგენელი.

კოოპერატივის ვებგვერდზე მითითებულია ყველა ავტომატის ადგილმდებარეობა, აპარატით სარგებლობის ინსტრუქცია და რძის მოხმარების საინტერესო რეცეპტები.

კოოპერატივში გაერთიანება რძის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, კოოპერატივის წევრებს ეხმარება უზრუნველყონ ფერმების მუშაობის ეფექტიანობა.

რადგან კოოპერატივს ამ აპარატების მეშვეობით პირდაპირი ურთიერთობა აქვს მომხმარებელთან, ეს შესაძლებელს ხდის შეამცირონ პროდუქციის შეფუთვის და საბროკერო მომსახურების ხარჯები და მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად მიაწოდონ პროდუქცია.

წყარო: EIP-AGRI

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.