ახალი საწარმო _ „ჯეონატურალსის“ „სადილი“ მოგეწონებათ, დააგემოვნეთ!

დედოფლისწყაროი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. შპს „ჯეონატურალსი“ „ერთიანი აგროპროექტის“, „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ დახმარებით შეიქმნა.

საწარმოში ამ ეტაპისთვის 380660 დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, საიდანაც 190 300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 152 300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული _ გრანტი.

საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება. პროდუქცია პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სამომავალოდ ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ხორცის გადამმუშავებელ ქარხანაში 20 ადამიანია დასაქმებული. დღეს საწარმო „სადილის“ ბრენდით 4 სხვადასხვა სახის კონსერვს უშვებს.

კომპანიამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000 დანერგა.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 173 ახალი საწარმო დააფინანსა. აქედან, კახეთში 57 ახალი საწარმო შეიქმნა.

 „ერთიანი აგროპროექტი“  გრძელვადიან განვითარებისკენ არის მიმართული და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.